x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508462
მითები
ადამიანს რომელსაც რაღაცის სჯერა ძალიან რთულია საპირისპიროში დაარწმუნო, დღეს მე შემოგთავაზებთ იმ მითებს და წარმოდგენებს რომლებიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია და თაობიდან თაობებს გადაეცემა.


1.არასოდეს გახვიდეთ სახლიდან დაბანილი თავით, აუილებლად გაცივდებით ან მენინგიტი დაგემართებათ.
image


მშობლები და ბებიები განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებოდნენ ამ საკითხებს და სველი თმით გარეთ გასვლაც ჩვენთვის საკმაოდ რთულ ვირუსთან ასოცირდებოდა, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ შეუძლებელია ეს ვირუსი გარეთ სველი თმით გასვლის გამო დაგემართოთ.


მაკა ბულეიშვილი-მედიცინის დოქტორი.
სველი თმით გარეთ გასვლა ახალგაზრდისთვის არ უნდა იყოს არანაერი პრობლემა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ შეიძლება მას ჰქონდეს მანამდე რამე სერიოზული ვირუსული ინფექცია და შეიძლება ამ შემთხვევაში სველი თმით გარეთ გასვლამ გაამწვავოს კიდეც ეს პროცესი, სხვა შემთხვევაში არანაერი პრობლემა არ არის და არანაერ კავშირში არ არის გარეთ სველი თმით გასვლა მენინგიალურ ინფექციასთან.



2.ადამიანები ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს ვიყენებთ.

image

თუ მოისმენთ საუბრებს ცნობილ ადამიანებზე, ფილოსოფოსებსა და აღმოჩენებზე აუცილებლად მოკრავთ ყურს მსგავს ფრაზას რომ ჩვეულებრივი ადამიანი მათთან შედარებით ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს იყენებს, რაც აბსოლიტურად სიცრუეა.ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა 1800 წელს მეტაფორულად გამოიყენა იდეა 10 პროცენტის შესახებ, ეს იდეა არასწორად გაიგეს და აიტაცეს, თითქოს თავის ტვინის დანარჩენი 90%-ი საერთოდ არ მუშაობს, სინამდვილეში ტვინის სხვადასხვა უბნებიდან ეს 10%-ი მონაცვლეობით მოქმედებს და დანარჩენი 90 პოცენტის გარეშე მათი მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა, ახლა წარმოიდგინეთ რომ ტვინის 100%-ი ერთდროულად ამოქმედდა, დამერწმუნეთ კარგი შედეგი ნამდვიად არ გვექნება.


3.კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის შედეგად ადამიანები ბრმავდებიან

image

დღეს თითქმის ყველას უწევს სამსახურში კომპიუტერთან მუშაობა, ამიტომ კომპიუტერს ყოველდღიურად ვიყენებთ, შესაბამისად ალბათ ბევრჯერ გქონიათ მომენტი როდესაც გითქვამთ რომ ამ ყველაფერმა თვალებტან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია, ეს ყველაფერი ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა ყველაფერი არა კომპიუტერის არამედ ჩვენი მასტან არასწორად მუშაობის შედეგია.


ანა ხუციშვილი-ექიმი ოფთალმოლოგი.
კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა ღლის თვალებს.იმ დროს როდესაც არ არი დაცული ელემენტალური ჰიგიენის ნორმები, ანუ კომპიუტერთან მუშაონა გრძელდება 2 საათზე მეტხანს გადაბმულად.ეს ძალიან აშრობს რქოვანა გარსს რომელსაც სჭირდება მუდმივად დატენიანება და ეს ფიზიოლოგიურად ხორციელდება, ხამხამის საშუალებით.კომპიუტერის ეკრანტან მიშტერების დროს გაიშვიათებულია ხამხამი 6-ჯერ მაინც რაც ხელს უშლის რქოვანა გარსის დატენიანებას, ამას მივყავართ თვალის გამოშრობამდე, რაც იწვევს დისკომფორტს, უცხო სხეულის შეგრძნებას, სიწითლეს.იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ეს ყოველივე საჭიროა რომ 1 საათში ერთხელ დავისვენოთ 10-15 წუთი, დავასვენოთ თვალები და ვიყუროთ შორ მანძილზე.


4.თუ ხორცის ჭამაზე უარს იტყვით აუცილებლად დიდხანს იცოცხლებთ

image
ალბათ ბევრი თქვენგანი გამხდარა ამ მითის მსხვერპლი და უარი უთქვამს მისთვის გემრიელ ხორციან კერძზე იმ იმედით რომ ეს სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებდათ.მითი რომ ხორცისგან თავის შეკავება სიცოცხლეს ახანგრძლივებს სრული სიცრუეა.სტატისტიკის მიხედვით ვეგეტარიანელები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ თუმცა ეს მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ისინი არ სვამენ ალკოჰოლს, არ ეწევიან თამბაქოს და მისდევენ სპორტს.


5.თუ ბავშვებს ძილის წინ შოკოლადს ან შაქრიან ტკბილეულს აჭმევთ ისინი ღამით ვეღარ დაიძინებენ

image
მშობლების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს რომ ბავშვმა ძილის წინ არავიტარ შემთხვევაში არ უნდა ჭამოს ტკბილეული, ისინი ფიქრობენ რომ შაქრის დახმარებით ბავშვი აქტიურდება, ეს არასწორია.ჩაატარეს 12 მაშტაბური ექსპერიმენტი რომლებმაც დაამტკიცეს რომ ბავშვის ქცევასა და შაქრის მხმარებას შორის არანაერი კავშირი არ არის.


ნატა ხურციძე-ზოგადი პოფილის ექიმი
შოკოლადი როგორც ასეთი არის ძალიან კარგი პროდუქტი, ხარისხიანი შოკოლადი განსაკუთრებიტ სასარგებლოც კია ბავშვებისთვის არამც თუ მავნე, შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოს ბავშვმა შოკოლადი მხოლოდ უნდა იყოს აუცილებლად დოზა განსაზღვრული მშობლის მიერ.ძილის წინაც შეიძლება მიიღოს ბავშვმა ეს პროდუქტი, თუმცა უნდა განისაზღვროს დოზა და თვითონ ბავშვის ორგანიზმი როგორ იტანს ამა თუ იმ პროდუქტს.შეიძლება სულაც სხვა პროდუქტმა გამოიწვიოს მასში ჰიპერაქტივობა და არა შოკოლადმა.


როგორც ხედავთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, საზოგადოებაში არსებობს კიდევ უამრავი მითი და მცდარი წარმოდგენა.

1
445
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
445
  
2014, 31 ოქტომბერი, 22:38
არ ვეთანხმები მენინგიტზე ექიმს

როცა თავი სველია თმას სითბო სჭირდება გასაშრობათ,ბუნებრივი შრობის დროს თმა სითბოს თავის კანიდან იღებს,როცა სველი თმით ზამთრისას გარეთ გადიხარ სხეულის ტემპერატურა ეცემა თმა კი სველია ვერ იღებს იმ სითბოს და ხდება თავის კანის და ქალის გადაციება აი ასე
0 1 1