x
image
worldsport.ge
ჰიონესი შესაძლოა სამუშაოდ “ბაიერნში” დაბრუნდეს

imageმიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი შესაძლოა 2015 წლის გაზაფხულზე ბავარიულ გრანდში კვლავ დასაქმდეს.
გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ჰიონესის სამუშაო კლუბის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდებთან იქნება დაკავშირებული. ჰიონესს უფლებას მისცემენ დღის განმავლობაში ციხე დატოვოს, რომ სამსახურში წავიდეს.
ამჟამად, ის სასჯელს გერმანიის ერთ-ერთ ციხეში იხდის. მას სამწელიწადნახევარი მიუსაჯეს გადასახადების დამალვისთვის, რომელთა საერთო რაოდენობამ 27, 2 მილიონი ევრო შეადგინა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0