x
image
worldsport.ge
ვალდესს “მანჩესტერში” მეორე მეკარეობა არ სურს

imageესპანელმა მეკარე ვიქტორ ვალდესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გაფორმება იუარა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი metro.co.uk-ი იუწყება.
“ბარსელონას” 32 წლის ექსმეკარემ ინგლისელებთან ხელშეკრულება იმიტომ არ დადო, რომ მეორე მეკარეობა არ სურს. ის მანჩესტერშია და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის მერე რეაბილიტაციას აგრძელებს. ესპანელი მანჩესტერელთა თავკაცის ლუის ვან გაალის წინადადებას დათანხმდა, რომელმაც მას შანსი მისცა რეაბილიტაცია “იუნაიტედში” ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაევლო. გარდა ამისა, ვალდესი, რომელიც თავისუფალი აგენტია, გამოჯანმრთელების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ივარჯიშებს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0