x
image
worldsport.ge
ვაწაძემ ათამდე დაამრგვალა

imageქართველ ფორვარდ მათე ვაწაძეს ჩინებული პერიოდი უდგას. მან დანიის პირველ დივიზიონში “ორჰუსის” მაისურით მე-12 მატჩი ჩაატარა და მე-10 (!) გოლი შეაგდო.
25 წლის ვაწაძემ “ჰორსენსთან” თამაშში ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, თუმცა კი, დარჩენილ დროში სტუმრებმა 2-ჯერ იხეირეს და 2:1 მოიგეს. ისიც ვთქვათ, რომ “ჰორსენსმა” გადამწყვეტი ბურთი მას შემდეგ შეაგდო, რაც მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ.
გასულ მატჩში ორჰუსელთა სასტარტო შემადგენლობაში 2 ქართველი ფეხბურთელი იყო: ვაწაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით სხირტლაძე – 69-ეზე.
ქართველთა კლუბს 13 ტურის თავზე 19 ქულა შერჩა და მე-5 ადგილზე იმყოფება.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0