x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ქალური ჩვევების უარყოფითი მხარეები
ქალი, ერთი შეხედვით ისეთი ბევრი მამაკაცი რომ იოცნებებს, სასურველ გარეგნობას უამრავი ძალისხმევა სჭირდება, საინტერესოა რის ფასად უჯდება ქალს სილამაზე და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს თავის მოვლის გადაჭარბებულმა სურვილმა, რამდენიმე უცნაური ჩვევა რაც ქალის ჯანმრთელობისთვის საკამოდ დიდი საფრთხის მატარებელია.


image











ბუსჰალტერის არასწორი ზომა:ქალების 70% თურმე არასწორად შერჩეული ზომის ბუსჰალტერებს იცვამს, შემდეგ იწყება ტკივილი წელის, კისრისა და მკერდის არეში, რთულდება სუნთქვა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა.იმისთვის რომ პატარა მკერდი დიდად წარმოაჩინოთ ნუ ჩაიცმევთ ერთი და ორი ზომით დიდ ბუსჰალტერს.


ძვირფასი სამკაულები:მათ ვისაც ბევრი ოქროს სამკაული უყვარს. თურმე ოქრო ადამიანის სხეულთან უარყოფით რეაქციაში შედის, ემოციურ ადამიანებში იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას, აღგზნებადობას და დეპრესიას, მათ ვინც ღამე სამკაულებით იძინებს ასაკში შეიძლება ფსიქიური აშლილობა დაემართოს.



მაღალი ქუსლები:ქალები რომლებიც უპირატესობას მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ანიჭებენ შეცდომას უშვებენ, ეს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, მაღალი ქუსლებით სისტემატიური სიარული ართრიტს და რადიკულიტს იწვევს ამიტომაც ყოველდღიური მოხმარებისთვის ქუსლის ყველაზე ოპტიმალური სიმაღლე 4 სანტიმეტრი ყოფილა.ქუსლიანი ფეხსაცმელით სიარული კვირაში მხოლოდ 2 დღეა რეკომენდირებული.


მაკიაჟით ძილი:ბევრი ქალისთვის ძილის წინ მაკიაჟის მოცილება რუტინაა, მაკიაჟთან ერთად თქვენ ღამით სახეზე იტოვებთ ჭუჭყს რომელიც ახშობს ფორებს და ანთებით პროცესებს იწვევს, ტუშით დაძინება თვალის ანთებას, ხოლო ტონალური სითხით ძილი ნაოჭებს გაგიჩენთ.


მძიმე ჩანთები:საქმიანი ქალების ყოველდღიური ბარგი საგრძნობლად დამძიმდა.ძალიან გახშირებულია დღესდღეობით სკოლიოზი რომელიც გამოწვეულია სწორედ მძიმე ჩანთის ტარებით, ცალმხრივი ჩანთის ტარებით ყალიბდება საკმაოდ რთული დაავადებები.ჩანთა არ უნდა იყოს 3 კილოზე მძიმე, უნდა ვეცადოთ რომ არ ავწიოთ 5 კილოგრამზე უფრო მძიმე წონის ტვირთი.ოღონდ გადანაწილებული თანაბრად ორივე ხელში.


და ბოლოს ბუსჰალტერით საქმეს ვერ უშველით, ხანდახან მოდუნდით და ეცადეთ სამყაროს 12 სანტიმეტრით ქვემოდან უყუროთ, სანამ დროა განთავისუფლდი ასხმული ოქროებისაგან, შვილიშვილებს გიჟი ბებია არაფერში სჭირდებათ და კიდევ, მოიშორე მაკიაჟი ძილის წინ მაინც იმიტომ რომ როცა შენ გძინავს ქალაქსაც ძინავს და შენს სანახავად არავინ გაიღვიძებს.

1
225
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
225
  
2014, 24 ოქტომბერი, 18:06
კარგი იყო მომეწონა:) ბოლო წინადადება განსაკუთრებით:))
0 1 1