x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ მოვხიბლოთ ქალი

ქალის მოხიბვლა არ არის რთული თუ იცი როგორ მიუდგე მას, მაგრამ თუ თქვენ გადამწყვეტ მომენტში შეცდომას დაუშვებთ ეს პროცესი დროში გაიწელება ან საერთოდ დაკარგავთ კონკრეტული ადამიანის მოხიბვლის შანსს.
image



















ყველა ქალი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს მამაკაცს, არის რამდენიმე თვისება რასაც ქალები ყველაზ მეტად აქცევენ ყურადრებას, თავდაჯერებულობა, ჭკუა, იუმორი.არასოდეს ზედმეტად არ იტრაბახოთ, არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი მორიდებულობა, არასდროს ილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ ცუდად ხართ ცხოვრებაში, არ გაწელოთ ურთიერთობის განვითარება, არასდროს-არანაერ სიტუაციაში არ გაიხსნათ გოგოსთან ბოლომდე.გოგოს გაცნობის მიზნით მიდით მხოლოდ მარცხენა მხრიდან, გოგოსთან ლაპარაკის დროს დაივიწყეთ სიტყვა არ, ილაპარაკეთ მხოლოდ სასიამოვნო თემებზე და გაითვალისწინეთ ის თემები რაც მასში აშკარა ინტერესს იწვევს.ქალები მამაკაცს 40, 60 წამში აფასებენ, პირველ რიგში კი ყურადრებას აქცევენ მამაკაცის მეტყველებას, მის თვალებს, თმის ვარცხნილობას, ხელებს, ფეხსაცმელს, ტანისამოსს და ბეჭედს თითზე.ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა:რატომ არის რომ ზოგი მამაკაცისთვის საკმარისია გახედოს ქალს და ქალი უკვე მზადაა მასთან ურთიერთობის დასაწყებად, რა მოქმედებს ამ დროს, მრავლის მთქმელი მზერა თუ ათლეტური აღნაგობა.გოგონებს მოსწონთ მრავალმხრივ ჭკვიანური და გააზრებული საუბარი მაგრამ იცოდეთ რომ ქალებს აქვთ ზებუნებრივი ნიჭი მიხვდნენ როცა მათ მოტყუებას ცდილობენ, ტყუილს დიდიხნით იმახსოვრებენ, თუ გინდათ გოგო მოხიბლოთ არ დაიწყოთ ტრაბახი რომ ხართ საერთაშორისო კომპანიის მმართველი, მითუმეტეს თუ ეს რეალურად ასე არ არის.ნებისმიერ ქალს მოსწონს როდესაც მას აღიარებენ სიყვარულის ქალღმერთად, ყოველთვის აგრძნობინეთ რომ ის მზრუნველი, თბილი და გამგებია.გამოუტყდით მას რომ ის ერთადერთი ადამიანია ვისთანაც თქვენ შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ და მისი გული ბევრად უფრო სწრაფად გალღვება.იმოქმედეთ ფრთხილად თუ თქვენს გოგოს დიდი მკერდი აქვს, ნუ გადაიტანთ მთელს ყურადრებას მასზე, არ აფიქრებინოთ რომ მასში მხოლოდ მკერდი გიზიდავთ და ის სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩება.წარმოგიდგენიათ?მამაკაცი მას მხოლოდ საუბრის მიზნით ელაპარაკება.რაც უფრო მხიარულად გრძნობს გოგო თავს და ბევრს იცინის თქვენს გვერდით ჩათვალეთ რომ დასახულ მიზანთან მით უფრო ახლოს ხართ, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა რომ გააცინოთ გოგო.დაიმახსოვრეთ:როდესაც გოგონები მხიარულობენ ამ მომენტში ისინი ყველაზე მეტად იღებენ კაცის კომპლიმენტებს.
სამი შეცდომა რომელსაც ქალებთან ურთიერთობის დროს მამაკაცების 90% უშვებს, უყურადრებობა, გაუბედაობა, ტრაბახი.თუ გინდათ რომ მოხიბლოთ ქალბატონი დაიმახსოვრეთ:მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭის გარეგნობა, როგორი არასასიამოვნოა როდესაც გვხვდება წყვილი, გოგო მოწესრიგებული, საღამოს კაბით, ბიჭი კი ძველი სპორტულებით მიყვება გვერდით, სავარაუდოდ ასეთ დროს გოგონა არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს.კვლევებმა აჩვენა რომ მამაკაცის თვალის გუგები ლამაზი ქალის დანახვისას ფართოვდება, თავიდან ქალს თვალი მოაცილეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კი თქვენ ჩახედეთ თვალებში, გუგები თავად გამოამჟღავნებენ თქვენს დამოკიდებულებას და სურვილს რასაც ქალი აუცილებლად შეამჩნევს.აღსანიშნავია რომ შინ მომზადებული ვახშამი რომანტიულ გარემოსა და სანთლების შუქზე ნებისმიერ ძვირადღირებულ რესტორანზე უფრო ეფექტურად მოქმედებს.ქალი რომელიც შინ გესტუმრებათ უკვე გენდობათ, ეს კი იმას ნიშნავს რომ თქვენ მისთვის სულერთი არ ხართ.
მანქანა:ეს არის 90%-იანი წარმატება, გადაადგილების ამ აუცილებელმა საშუალებამ შესაძლოა საკონტროლო გასროლის როლი შეასრულოს, ქალები მგრძნობიარეები არიან.გახსოვდეთ:მათი გულის დაპყრობის სურვილი გულრწფელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი თვენი ქმედება უკურეაქციას გამოიწვევს.ყველა ქალი ინდივიდუალურია, ასე რომ რა სურთ ქალებს ამ კითხვაზე მამაკაცებისათვის პასუხი კვლავ თავსატეხად რჩება.

0
1038
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1038
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0