x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სუიციდი
imageმსოფლიოში დღითი-დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იკლავს თავს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე მკვლელობით, სამოარი სიტუაციებითა და ავარიით დაღუპულთა რიცხვი, დარწმუნებული ვარ ყველას დააინტერესებს რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და მდგომარეობა რომელსაც ადამიანი სუიციდამდე მიყავს.




საქართველოს სტატისტიკა ასეთია: 2009 წელს სუიციდით 188 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 ქალი და 158 მამაკაცი. 2010 წელს თვითმკვლელობით სიცოცხლე დაასრულა 113-მა ადამიანმა, აქედან 15 ქალბატონი ხოლო მამაკაცი 98.2011 წელს გარდაცვლილია 98 ადამიანი, 15 ქალი და 83 მამაკაცი.2012 წლის მონაცემებით სულ სუიციდით სიცოცხლე დაასრულა 102-მა ადამიანმა, აქედან 14 ქალი და 88 მამაკაცი.ბოლო 2 წლის ზუსტი მონაცემები შეჯამების პროცესშია.


თვითმკვლელობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილის, დანაშაულის განცდა, ფინანსური პრობლემები.უმეტეს შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობა, ძლიერმა სტრესმა შეიძლება ისეთი ეფექტური მდგომარეობა გამოიწვიოს რაც ადამიანს თავის მოკვლისკენ უბიძგებს.სუიციდის მცდელობამდე ბავშვი შეიძლება მიიყვანოს სიყვარულმა, რადგანაც ბავშვი, მოზარდობის ასაკში სიყვარულს სრულიად სხვანაერად განიცდის, ეს არის მისთვის რაღაც ამაღლებული, სუფთა, წმინდა, რომელსაც ის ვთქვათ უზიარებს მშობლებს ან ვინმე უფროსს, ძალიან ხშირად მშობლებისგან იღებს პასუხს:ეგ პრობლემა არ არის, კიდევ ბევრჯერ შეგიყვარდება, მაგაზე ნუ ფიქრობ, ეგ სისულელეა.ეს არ არის სწორი მიდგომა და სწორი დამოკიდებულება, რადგანაც ბავშვისთვის იმ სიყვარულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლაც ხდება ხოლმე როდესაც ბავშვი უპასუხო სიყვარულის გამო თავს იკლავს ან აქვს თვითმკვლელობის მცდელობა.შემდეგი რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუიციდის მცდელობა ეს გახლავთ ძალადობა, საუბარია როგორც სკოლაში ძალადობაზე ასევე შეიძლება ეს იყოს ოჯახური ძალადობაც რომლის შედეგადაც ბავშვმა შეიძლება თვითმკვლელობა სცადოს.


მშობლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულია, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, იმიტომ რომ უმეტეს წილად მოზარდს რომელსაც გაუჩნდება პრობლემა(სუიციდი ხომ პირდაპირ არ ჩნდება)სუიციდის მცდელობა ან აზრი მოყვება რაღაც პრობლემას, ეს ცვლის ბავშვის ქცევას, ბავშვი ხშირად ხდება გულჩათხრობილი, შეიძლება ხშირად ტიროდეს, შეიძლება მოწყენილი იჯდეს, ერიდებოდეს ამხანაგებთან შეხვედრას, ყოველშემთხვევაში ბავშვის ქცევა ნამდვილად იცვლება და აქ უნდა ჩაერთოს აუცილებლად მშობელი, შვილს უნდა დაელაპარაკოს, უნდა შეეცადოს რომ გაუგოს მას, შევიდეს მის მდგომარეობაში და თუ საჭიროა ჩართოს ფსიქოლოგი ან პროფესიონალი ვისაც შეუძლია ბავშვს ამ სიტუაციაში დაეხმაროს.



სუიციდის რამდენიმე ფორმა არსებობს, ერთ-ერთი მათგანია დემონსტრაციული სუიციდი, რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანი თავს სხვების დასანახად იკლავს, ეს შურისძიებისთვის, შანტაჟისთვის ხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა თავი არც მოიკლას, მხოლოდ დააშინოს ისინი ვის გამოც ამას აკეთებს.


ბავშვს უნდა ესმოდეს რა არის სიკვდილი და უნდა იცოდეს რომ ეს არის რაღაც მდგომარეობა რომელიც მოსდევს თან სიცოცხლეს და ამით სიცოცხლე მთავრდება, როგორც ამბობენ სუიციდოლოგები ზოგჯერ არის ხოლმე თვითმკვლელობის მიზეზი ის რომ ბავშვს არა აქ იმის განცდა რომ თვითმკვლელობით ყველაფერი მთავრდება.არა აქვს დამოკიდებულება სიკვდილთან, ამიტომ ზოგადად სწორი აღზრდა და სწორი ღირებულებების მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მოზარდები დავიცვათ სუიციდისგან.


კარგად დაფიქრდით სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, გახსოვდეთ რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს პრობლემა მაგრამ ჩვენი სიძლიერე ხომ სწორედ მათ გადალახვასა და მოგვარებაშია.




0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0