x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სერიული მკვლელები
ნებისმიერი მკვლელი მსხვერპლებს დაუნდობლად და სასტიკ

ად უსწორდება მაგრამ იშვიათია ისეთი სერიული მკვლელი რომელიც წლების განმავლობაში ჩადის დანაშაულს და პოლიცია ვერ პოულობს, ეს ადამიანები გენიოსი ბოროტოქმედები არიან, მათ თავიანთი ბრწყინვალე გონება არასწორი მიმართულებით წარმართეს.




imageედმუნდ კემბერი: ის მძიმე გარემოში გაიზარდა, ედმუნდი 4 წლის იყო როცა მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ, ბიჭი ორ დასთან ერთად დარჩა დედასთან რომელიც ქმართან განშორებას საკმაოდ მძაფრად განიცდიდა, ის შვილებს ხშირად ეჩხუბებოდა და დასჯის მიზნით დიდი ხნის განმავლობაში სხვენში ამწყვდევდა, იზოლაციამ მისი სიძულვილი უფრო გაამძაფრა, ჯავრს იყრიდა დების თოჯინებზე და მათ თავებს და ფეხებს აჭრიდა, ეს ბავშვური აგრესია მომავალში მისი სასტიკი ქმედებების საფუძვლად იქცა.დედა მას ხშირად ტოვებდა ბებიასთან და ბაბუასთან სადაც კემბერი თავს ზედმეტად გრძნობდა, ალბათ ამიტომ 1964 წლის აგვისტოში მან ორივე იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა რომ ედმუნდ კემბერი იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო ის სრულწლოვანებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მისი ინტელექტის კოეფიციენტი იგივე IQ ძალიან მაღალი იყო და 136-ს შეადგენდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ის ყურადრებით ისმენდა პაციენტების ისტორიებს, ეხმარებოდა ფსიქოლოგებს, საბოლოოდ 1969 წელს იგი გაათავისუფლეს, ის მხოლოდ 20 წლის იყო.საცხოვრებლად დედასთან გაუშვეს, 15 წლის განმავლობაში ედმუნდ კემბერმა არაერთი მკვლელობა ჩაიდინა, ის დანაშაულს უნაკვლოდ ფარავდა, ტაქტიკა მარტივი იყო, ფსიქოლოგებთან დაგროვილი გამოცდილებით ის ადამიანებზე ზეგავლენას ახდენდა და მათ დარწმუნებას იოლად ახერხებდა, ყოველთვის ერთსა და იმავე ბარში დადიოდა სადაც პოლიციელები იკრიბებოდნენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ამ ბარს სტუმრობდა და თამამად ესაუბრებოდა პოლიციელებს, ადგილობრივ გამომძიებლებთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად ადრე ჩადენილი საზარელი დანაშაულისა მას როგორც ეჭვმიტანილს არავინ განიხილავდა.კალიფორნიაში 1972 წელს, ედმონდი ადგა, საწოლი გაასწორა, იბანავა და ბავშვობის ოცნება აიხდინა, მოკლა საკუთარი დედა, როდესაც მომაკვდავმა ქალმა უკანასკნელად ამოისუნთქა ედმუნდმა ჩასჩურჩულა:ეს პოეტური სამართლიანობაა.ეს კემბერის 10 მსხვერპლიდან ერთ-ერთი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დედის მკვლელობის შემდეგ ედმონდმა დანაშაული აღიარა, მისი თქმით სიძულვილის ობიექტი არა ვიღაც გოგონები არამედ დედამისი იყო.ედმონდ კემბერს 7 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


image


ტედ კაზინსკი-ჩიკაგო, 1942 წელი, 9წლის ტედ კაზინსკი საავადმყოფოში მიიყვანეს, მას ალერგია ჰქონდა, ექიმებმა ბავშვი საწოლზე მიაბეს რომ მას გამონაყარისთვის ხელი არ ეხლო, ბავშვი ამ მდგომარეობაში მთელი თვე იტანჯებოდა, ამ ამბის შემდეგ ტედი შეიცვალა, ის გულჩათხრობილი და უცნაური გახდა, 10 წლის ასაკში მისი გონებრივი შესაძლებლობის კოეფიციენტი 170-ის ტოლი იყო.1962 წელს ტედ კაზინსკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მას გენიალური მატემატიკოსისთვის საჭირო ყველა მონაცემი ჰქონდა, თუმცა 2 წლის შემდეგ ის განმარტოვდა და ამერიკის შეერთებული შტატებს დაახლოებით 20 წელი შიშის ზარს სცემდა.1978 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების განყოფილებაში პირველი ამანათი აფეთქდა, მომდევნო 9 წლის განმავლობაში ასეთივე თვითნაკეთი ბომბები მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტებმა და კომპანიებმა, კაზინსკი კვალს არ ტოვებდა, ნაკვალევით რომ არ ეპოვნათ ფეხსაცმელზე პატარა ზომის ძირი ჰქონდა დაკერებული, თითოეულ ნაბიჯს რვეულში სპეციალური შიფრით იწერდა, პოლიციის დასაბნევად და კვალის ასარევად ასაფეთქებელ მოწყობილობებში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტუალეტებში შეგროვილ თმებს აყოლებდა, ბომბის მექანიზმი კი უნიკალური იყო, სპეციალისტებს მსგავსი რამ რასდროს ენახათ, შეფუთვაზე აკრავდა იუჯილ ონილის პორტრეტის მარკას, ეს ის ავტორია რომლის პიესები ძირითადად შურისძიების თემას ეხება.1987 წელს კაზინსკიმ გამოაქვეყნა 65 ფურცლიანი მანიფესტი რომელშიც მსოფლიოს თავისებურ რეორგანიზაციას განიხილავდა.იგი არ სცნობდა ტექნიკურ რევოლუციას და აკრიტიკებდა ყველა იმ მეცნიერს ვინც მასში მონაწილეობდა, ბევრი სერიული მკვლელისგან განსხვავებით კაზინსკი იმით გამოირჩეოდა რომ დანაშაულს ჩადიოდა არა სადისტური მოტივით არამედ ფილოსოფიური შეხედულებებიდან გამომდინარე.1896 წელს ტედ კაზინსკიმ თავად აღიარა დანაშაული, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს შეწყალების უფლების გარეშე.
image
პროფესიით ექიმი, ჰარი-ჰოვარდ ჰოლმსი ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი, მაგრამ ამავე დროს გენიოსი იყო, მისი IQ 145-ს შეადგენდა, მას სხეულების დასახიჩრება სიამოვნებდა, ერთ-ერთი მკვლელობის დეტალურად დასაგეგმად მას მთელი 2 წელი დასჭირდა, ის 1871 წელს დაიბადა, პატარაობისას საკმაოდ გულჩათხრობილი იყო, ბიჭს საკუთარი სამყარო ჰქონდა, ბავშვობიდანვე აგროვებდა ნივთებს რომელიც სიკვდილთან იყო დაკავშირებული.16 წლის ასაკში მან სკოლა დაამთავრა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.აქ კი თავი გამოიჩინა როგორც კარგმა პათოლოგანატომმა.1883 წლისთვის ჰოლმსი საკმაოდ ცნობილი ექიმი გახდა, ის უზარმაზარ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც სასტუმროსა და აფთიაქს ამუშავებდა.იმ პერიოდში დაახლოებით 50 ადამიანი დაიკარგა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ჰოლმსი მათ ჯერ წამლავდა შემდეგ სარდაფში ჩაყავდა და აწამებდა, გვამებს ინსტიტუტში მიღებული ცოდნის გამოყენებით ანაწევრებდა, მეზობლები ამჩნევდნენ რომ სახლიდან ტურისტები და იქ მომუშავე პირები იკარგებოდნენ, მას შემდეგ რაც ხალხის გაუჩინარება თვალში საცემი გახდა ჰოლმსმა მშობლიური ჩიკაგო დატოვა და მოგზაურობას შეუდგა, ადამიანთა დანაწევრებული გვამები კი მისი მარშრუტის აღმნიშვნელი აუცილებელი ატრიბუტი გახდა.ერთ-ერთმა დეტექტივმა ჰოლმსს შემთხვევით მიაგნო, თუმცა ის არა მკვლელობისთვის არამედ პაციენტის დაზღვევის უკანონო მითვისებისათვის დააპატიმრეს.ბინის გაჩხრეკის შემდეგ პოლიცია გაოგნდა, ჰოლმსი ოფიციალურად 28 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს მაგრამ მან დაახლოებით 200-ამდე ადამიანის მკვლელობა ჩაიდინა რომელიც თავად აღიარა.
1896 წელს ჰოლმსი სიკვდილით დასაჯეს.


ეს დამნაშავეები თავისი გონებრივი შესაძლებლობებით და IQ -ს მაღალი კოეფიციენტით ალბათ სხვა შემთხვევაში წარმატებული მეცნიერები იქნებოდნენ, მაგრამ მათ ცხოვრების სულ სხვა გზა აირჩიეს, ისტორიაში კი არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ადამიანები IQ-ს ძალიან მაღალი მაჩვენებლით როლებმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალეს.





0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0