x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სატელიტური კომპანია SES აფართოებს წარმომადგენლობას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე სატელიტების დაკავშირებადობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, 13 ოქტომბერი 2014 - გლობალურმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) განაცხადა, რომ კომპანია კვლავაც ადასტურებს საკუთარ გრძელვადიან ვალდებულებას რეგიონისადმი SES ახლო აღმოსავლეთის ოფისის გახსნით დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
სატელიტი
დუბაის ოფისი შედგება ინჟინერიის, გაყიდვებისა და ბიზნესის სფეროში დასაქმებული
პროფესიონალთა ჯგუფისგან. გუნდს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერას უჩენენ SES-ის ოფისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


SES ახლო აღმოსავლეთში ოპერირება 2001 წელს დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ გაზარდა თავისი ინვესტიციები როგორც ხმელეთზე, ასევე კოსმოსში და ფლობს 9 სატელიტს, რომელიც ემსახურება დაკავშირებადობაზე რეგიონის მზარდ მოთხოვნას.


გარდა ადგილობრივი წარმომადგენლობის გაზრდისა, SES-მა 2014 წელს დუბაიში SES-ის ტექნიკური აკადემია დაარსა, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გადაცემის პლატფორმას, მიაქვს რა ინფორმაცია აშშ-ისა და ევროპის ინდუსტრიის ბოლო მოვლენების შესახებ ახლო აღმოსავლელ მომხმარებლებამდე.


“ახლო აღმოსავლეთის მრავალ სფეროს შორის, სატელიტი რჩება დაკავშირების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფორმად - და მოთხოვნა მონაცემთა დაკავშირებადობაზე იზრდება. დუბაიში ოფისის გახსნა ადასტურებს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას რეგიონისადმი და გვაძლევს შესაძლებლობას ფიზიკურად უფრო ახლოს ვიყოთ რეგიონთან და დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს", განმარტა ჰუსეინ ოტეიფამ, SES-ის ახლო აღმოსავლეთის ოფისის გენერალურმა მენეჯერმა. "გარდა ამისა, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კომპანიის 54 სატელიტისაგან შემდგარი გლობალური პარკი, ისევე როგორც SES-ის პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი რეგიონში მათი წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებისათვის".


SES წარმოადგენს გლობალურ სატელიტურ ოპერატორს, რომელსაც გააჩნია 50 სატელიტი. კომპანიის საკუთრებაში არსებული სატელიტები მსოფლიოს მოსახლეობის 99 პროცენტს ფარავს. კომპანიის ტელეპორტების მსოფლიო ქსელთან ერთად, ოპერატორი უზრუნველყოფს სატელიტური საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებას და საშუალებას აძლევს საწარმოებს მიაწოდონ ისეთი სერვისები, როგორიცაა: ტრანზექციები საკასო ტერმინალების მეშვეობით, საზღვაო და საავიაციო კომუნიკაციები, მობილური ბანკი, ფიჭური ტრეფიკის გადაცემა, ელექტრონული სწავლება და ტელემედიცინა.


SES ასევე შეუძლია უზრუნველყოს სატელიტთან დაკავშირებული სერვისების პორტფელიო, რომელიც მოიცავს მაღალსიჩქარიან სატელიტურ ფართოზოლიან სერვისებს და სახმელეთო ინფრასტრუქტურის სერვისებს.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0