x
image
worldsport.ge
რობსონის კრიტიკა კინის წიგნს

imageბრაიან რობსონი ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში როი კინის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნს შეეხო.
წიგნში გაკრიტიკებულია “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი ფიგურები, რასაც ბრაიან რობსონი კეთილგანწყობით ვერ შეხვდა.
“დაასრულე კარიერა, წერ წიგნს, სადაც შენი საფეხბურთო ცხოვრების საინტერესო ამბები არაა მოთხრობილი, არამედ იქ კრიტიკის საგანია უამრავი ადამიანი. განა კარგია, როცა ტოვებ სპორტის თემას და წიგნს სხვათა კრიტიკის საშუალებად იყენებ?
არ მომწონს, როცა მსგავსი წიგნები იყიდება. ამ წიგნის გაყიდვით კეთდება ფული, რაც ჩემთვის მიუღებელია”, - ამბობს რობსონი.
“როდესაც დიდი ფეხბურთელის კარიერა გაიარე, წიგნის წერისას გაიხსენე, მოიგონე საინტერესო ამბები, საფეხბურთო თემები. მე არ მომწონს ამგვარი შინაარსის წიგნი და არც ის ფაქტი, როცა მიდიან მაღაზიაში და კინის წიგნს ყიდულობენ”, - დაასრულა რობსონმა.
ბრაიან რობსონი 1981 წლიდან 1994 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა. კინიმ და რობსონმა 1993-94 წლების სეზონი ერთ გუნდში გაატარეს.
დღესდღეობით ბრაიან რობსონი “წითელი ეშმაკების” ელჩის თანამდებობას იკავებს.


დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0