x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხათუნა ჟორდანია-"ლამის კოლექტიური ტერორისკენ მოწოდებაც კი დამაბრალეს!"
image
მას შემდეგ, რაც ხათუნა ჟორდანიას პოსტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, დიდი მოწონება და ზოგიერთების ვნებათაღელვა გამოიწვია, მან გადაწყვიტა აეხსნა თუ რამ განაპირობა მისი ასეთი რეაქცია. სტატუსით ჟორდანია მოუწოდებდა:

"მოვუწოდებ მთელს თბილისს! ვინც ისე ფიქრობს როგორც მე, სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს(გულისხმობდა ნაციონალებს) - ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ და არ დაგავიწყდეთ პანჩურები…

მე ხვალიდან ასე მოვიქცევი..."

ამან რათქმაუნდა დიდი დაპირისპირება გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის...



ხათუნა ჟორდანიამ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ცდილობს ახსნას თუ რატომ დაწერა ასეთი სტატუსი:

"ვინც მე მიცნობს (და ამჯერად, ეს არ გულისხმობს, "ცნობილ ადამიანობას"), ალბათ, მართლაც გაუკვირდებოდა, რომ განრისხებულმა, ბევრი რამ ისეთი დავწერე, რომელთა ამოთქმაც არააფექტურ მდგომარეობაში ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ: რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა! ამის გამო, ლამის კოლექტიური ტერორისკენ მოწოდებაც კი დამაბრალეს! მერწმუნეთ, არასოდეს მიფიქრია არათუ კოლექტიურ ტერორზე, არამედ - ვინმეს რამენაირ დასჯაზეც კი, თუ ის ახალგაზრდების მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციას არ შეუწყობს ხელს!
ჩემი რეაქცია, დიდწილად, სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, და ეს გასაკვირად არ უნდა დარჩენოდათ მათ, რომელთაც იციან, რომ ობიექტური მოსაზრება საერთოდ არ არსებობს, რადგან ადამიანი უკვე სუბიექტია!
თანაც, მე საკუთარი თავი კი არ დამიცავს, არამედ გამოვესარჩლე მეგობრის ვაჟს, რომლის მსგავსი ახალგაზრდა ბევრი არ დადის ჩვენს ქალაქში. გამოვესარჩლე იმიტომ, რომ შეურაცხყვეს.
გარდა იმისა, რომ რაც მას უთხრეს, თითქმის ყოველივე სიცრუე იყო, არავის აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს ვინმეს სხვის ნაცვლად, ცილი დასწამოს და გააბაიბუროს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მის პოლიტიკურ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მეორეც, მგონია, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხმამაღალი ფიქრების გამოქვეყნება ინდივიდუალური არჩევანის საკითხია.
ვიცი, ამან გამოიწვია ურთიერთდაპირისპირება ჩემი მოსაზრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის.
ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში არავის დახმარება არ მჭირდება; მტრებს აზრს ვეღარ შევუცვლი; სეირის მოყვარულებს კი, ვურჩევ, სხვა საქმით დაკავდნენ: თვალსასეიროს რა გამოლევს ჩვენს ქალაქში!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც მე მიცნობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ შემეძლო, ვინმე, როგორც უნდა ვეწინააღმდეგებოდე მას, ლინჩის წესით დასასჯელად გამემეტებინა. ძვირფასო ოპონენტებო! ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრენო! ქართველი საზოგადოების ძვირფასო წევრებო! პატივი ეცით ერთმანეთის აზრსა და ღირსებას; ნუ იცრუებთ კამათისას და ცილს ტყუილუბრალოდ ნურავის დასწამებთ - სინამდვილეში, ხვალიდან სწორედ ასე მოქცევას ვნატრობ!image

0
65
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0