x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508468
6 საინტერესო ისტორიული ფაქტი ჩვენი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებიდან (+ ძალიან სახალისო ვიდეო)
1. ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების წესად იყო ქცეული, მაგრამ სათაყვანებელ ცხოველებს შორის კატას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, რადგან ის გაიგივებული იყო მთვარის ღვთაებასთან, ნაყოფიერების და მშობიარობის ღმერთთან სახელად ბასტა. როცა კატა კვდებოდა, მისი პატრონი დიდი მწუხარების ნიშნად იპარსავდა წარბებს.


image



2. ბასენჯი- ძაღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი ისტორია 5000 წელზე მეტს ითვლის. ბასენჯის ჯიშის ძაღლებს აქვთ განსაკუთრებული თვისება, მათ არ შეუძლიათ ყეფა. ისინი გამოსცემენ მხოლოდ ღრენის ხმას, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან გაბრაზებულები არიან.


image




3. მეთექვსმეტე საუკუნეში მოლაღური ევროპაში პირველად შემოიყვანეს კანარის კუნძულებიდან - თავიდან ესპანეთში, შემდეგ იტალიაში. სწორედ აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებში, როგორც ოთახის ფრინველი. მაგრამ არცთუ ბევრმა იცის, რომ ამ ჩიტმა გასულ საუკუნეებში გადაარჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე, კერძოდ კი მეშახტეებისა. საქმე იმაშია, რომ მოლაღურს აქვს მეთანისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობა, ამიტომ მეშახტეები როცა ღრმა შახტში ჩადიოდნენ, თან მიჰყავდათ მოლაღური გალიით. თუ მისი გალობა დიდი ხნის მანძილზე აღარ ესმოდათ, დრო იყო ზედაპირზე ამოსვლისა.


image



4. სამხრეთ ამერიკაში ზღვის გოჭებს ამრავლებენ იმავე რაოდენობით, როგორც ქათმებსა და კურდღლებს. იქ ეს შემწვარი მღრღნელი დელიკატესად ითვლება. მზა შემწვარი ხორცი ზღვის გოჭისა ღირს კილოგრამი 20 დოლარი. მას როგორც წესი, მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ. ეს ცხოველი მოიშინაურეს ჯერ კიდევ 5000 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე ტომებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ბოლივიის, პერუს, კოლუმბიის და ეკვადორის ტერიტორიებზე.


image



5.ბოცვერი-მესამეა პოპულარობით ადამიანის მიერ მოშინაურებულ ცხოველებს შორის.დღესდღეობით არსებობს კურდღლის ასამდე ჯიში. საინტერესოა, რომ ამ ცხოველის მომვლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ერთი რამ: ბოცვერი ოფლიანდება თათებით და შეიძლება მოკვდეს მზის პირდაპირი სხივებისაგან. ამიტომ ეს ცხოველები უნდა დავიცვათ გადახურებისაგან.


image


6. წინათ ითვლებოდა, რომ რიტმის გრძნობა მხოლოდ ადამიანებს აქვთ განვითარებული, მაგრამ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო 2011 წელს ინტერნეტში განთავსებულმა ვიდეომ, სადაც თუთიყუში კაკადუ ცეკვავდა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციების რიტმზე.
ამ ვიდეორგოლმა მილიონობით ნახვა დააგროვა ინტერნეტში. მეცნიერულმა ანალიზმა გამოავლინა კიდევ 14 თუთიყუში, რომელთაც რიტმის გრძნობა ჰქონდათ. არასოდეს სხვა ასეთი ცხოველი გამოვლენილი არ ყოფილა.


image



ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან სახალისო და გასართობი ვიდეო, სადაც თუთიყუში, სახელად Snowball (თოვლის გუნდა) მშვენივრად ცეკვავს და აკომპანიმენტსაც კი აკეთებს შიგადაშიგ.



1
264
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
264
  
2014, 23 ოქტომბერი, 12:59
ვგიჟდები ცხოველებზე და ფრინველებზე, ძალიან მიყვარააან
0 1 1