x
image
worldsport.ge
ქეცბაიამ ბერძნებთან ლორია და მერებაშვილი შეაქო

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას აზრით, მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი კრეტას ოფი-ს გამოადგებიან.
ქეცბაია საბერძნეთში იმყოფებოიდა და ათენში ორ თამაშს დაესწრო. მან სუპერლიგაში “პანათინაიკოსი” – ოფი-ს დაპირისპირებას(1:2) ადევნა თვალი. ასევე, საბერძნეთის პირველ ლიგაში აეკ- “აპოლონის” მატჩს (2:1) უყურა. ქეცბაიამ ბერძნული კარიერა სწორედ აეკ-ში დაიწყო.
ნაკრების თავკაცმა ლორიასა და მერებაშვილის თაობაზე ბერძნულ პრესასთან შემდეგი თქვა: “ეს ორი ძალიან კარგი მოთამაშეა, რომლებიც ოფი-ს მნიშვნელოვნად დაეხმარებიან”.
სხვათაშორის, საბერძნეთში ფიქრობენ რომ ქეცბაიას აეკ-ის თამაშის ტყუილუბრალოდ არ დასწრებია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ქეცბაია სწორედ აეკ-ს გაწვრთნის.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0