x
image
worldsport.ge
ანჩელოტი სანახაობრივი მატჩის მოლოდინშია

imageმადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ აცხადებს, რომ შეხვედრა დინამიური იქნება და მისი გუნდის სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.
"ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ ორივე გუნდის ასპარეზობიდან გამომდინარე კარგი და სანახაობრივი მატჩი გველოდება. ვფიქრობ, რომ დინამიური შეხვედრა გაიმართება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ. ჩვენი საფეხბურთო ტაქტიკა, სისტემა და ფილოსოფია საშინაო და საგარეო მატჩებში არ იცვლება. შევეცდებით მებრძოლი სული გამოვავლინოთ, ბურთზე კონტროლი დავაწესოთ და თამაში ჩვენი კარნახით წარიმართოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მომდევნო შეხვედრაში “სამეფო კლუბი” არასასიამოვნო ტრადიციის დარღვევას შეეცდება. აქამდე აღნიშნული გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. 1980/81 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მერსისაიდელებმა" "რეალი" 1:0 დაამარცხეს, ხოლო 2008/09 წლების სეზონის მერვედფინალში ესპანურ გრანდს ორი მატჩის ჯამში 5:0 სძლიეს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0