x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
კონსისტენტურობა-სოციალური გავლენის იარაღი










კონსისტენტურობა-თანმიმდევრულობა ადამიანის მოთხოვნილებაა, ქცევის მოტივატორია, რომელიც გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება.ადამიანებს აქვთ ტენდენცია იყვნენ კონსისტენტურნი თავიანთ ქმედებებსა და რწმენებში.კონსისტენტობა შეიძლება ერთგვარ სოციალურ ნორმადაც ჩაითვალოს.არაკონსისტენტურობა მიჩნეულია, როგორც არასასურველი პიროვნული მახასიათებელი. პიროვნება, რომლის რწმენები, მოქმედებები და სიტყვები არ ემთხვევა ერთმანეთს, სხვების მიერ აღიქმება, როგორც მერყევი, დაბნეული, ორ-სახოვანი და მენტალურად არაჯანსაღიც კი. მეორე მხირვ, კონსისტენტურობის მაღალი ხარისხი ასოცირდება პერსონალურ და ინტელექტუალურ სიძლიერესთან, რაციონალურობასთან, სტაბილურობასთან და პატიოსნებასთან.




ავტომატური რეაგირების სხვა ფორმების მსგავსად, კონსისტენტურობაც გვთავაზობს „მოკლე ჩართვებს“ თანამედროვე სამყაროს რთულ და დახლართულ „ქსელში“. მას შემდეგ, რაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ჯიუტი კონსისტენტურობა გვთავაზობს მიმზიდველ ფუფუნებას: ჩვენ შეგვიძლია ბევრი აღარ ვიფიქროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსისტენტურობის კიდე ერთი პლუსი არის ის, რომ აღარ გვიწევს ყურადღებით გამოვიკვლიოთ ინფორმაციის ის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.

როდესაც გარკვეული საკითხის წინაშე ვდგევართ, არის ის, რომ ჩავრთოთ ჩვენი კონსისტენტურობის „ფირფიტა“ / whirr და ჩვენ იმ წამსვე გვეცოდინება, თუ რა უნდა ვთქვათ, გავაკეთოთ, ან რისი უნდა გვჯეროდეს. ჩვენ მხოლოდ უნდა გვჯეროდეს, ვამბობდეთ, ან ვაკეთებდეთ იმას, რაც ჩვენი ადრეული გადაწყვეტილების კონსისტენტურია.მტკიცე კონსისტენტურობa qmnis გაუვალ ბარიერს, რომელსაც ვერაფერს დააკლებს მიზეზებისა და ახსნა-განმარტებების ალყა.

კონსისტენტურობის ტენდენციის განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ ატიტუდის ცნებაზე.ატიტუდის დახმარებით სოციალურ ობიექტს ვაფასებთ პოზიტიურად ან ნეგატიურად. ლეონ ფესტინგერის კოგნიტური დისონანსის თეორია გულისხმობს ზეწოლას შეთანხმებულობაზე-კონსისტენტურობაზე.დისონანსის თეორია განიხილავს ძირითადად წინააღმდეგობას ადამიანების განწყობებსა და მათ ქცევებს შორის. როგორც ჩანს დისონანსი დიდი ალბათობით მაშინ ჩნდება, როდესაც ერთმანეთის საპირისპირო განწყობებს და ქცევებს აქვს ადგილი(Aronson, 1968; Johnson, Kelly & LeBlanc, 1995). დისონანსი ქმნის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას (Elliot, Devine, 1994), და ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილება შეამცირონ ან თავიდან მოიშორონ იგი. შემცირება ასეთ შემთხვევაში ნიშნავს შეთანხმებულობის ან ჰარმონიის აღდგენას. არსებობს ჰარმონიის მიღწევის სამი გზა. ერთერთი იმაში მდგომარეობს, რომ გააუქმოს ან შეცვალოს როგორმე ჩვენი ქცევა, თუმცა ხშირად ამის მიღწევა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ დისონსნ, ასე რომ მათ არ უხდებათ თავიანთი განწყობების შეცვლა (Simon, Greenberg & Brehm, 1995). თუმცა გაცილებით ხშირად ისინი განწყობებსა და ქცევას შორის დისონანსს წყვეტენ, ცვლიან რა თავიანთ განწყობებს

ერთერთი მოქმედება, რომელიც თითქმის ყოველთვის განაპირობებს დისონანსის აღმოცენებას, არის გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ორ ან მეტ ალტერნატივას შორის, საბოლოო არჩევანი თითქმის ყოველთვის შეუთავსებელია ამ გადაწყვეტილებასთან.

დისონანსი შესაძლოა შემცირდეს არჩეული ალტერნატივის შეფასების გაზრდით ან უარყოფილი ალტერნატივის შეფასების შემცირებით. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს გავაძლიეროთ ჩვენი დამოკიდებულება არჩეული ალტერნატივის მიმართ და შევამციროთ მისი დამოკიდებულება უარყოფილი ალტერნატივის მიმართგანწყობის საპირისპირო ქცევა. კოგნიტური დისონანსის თეორია ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული კონტრგანწყობის ქცევის შედეგების მიმართ (attitude-discrepant behavior), რომელსაც ასევე უწოდებენ განწყობის საპირისპირო ქცევას. როდესაც ადამიანი, რომელიც ფლობს გარკვეულ რწმენებს, ასრულებს მის შეუსაბამო ქცევას, წარმოიშვება დისონანსი. იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ქცევის შეცვლა რთულია, ჩვეულებრივ დისონანსი მცირდება განწყობის Secvlis ხარჯზე.

უფრო ძლიერმა მუქარამ უნდა შექმნას ნაკლები დისონანსი და ამგვარად ნაკლები იქნება განწყობის ცვლილება. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, რომელიც შემუშავდა ამ იდეის შესამოწმებლად, ბავშვებს აჩვენებდნენ რამდენიმე სათამაშოს, ხოლო შემდეგ უკრძალავდნენ სათამაშოთი თამაშს, რომელიც ძალიან მოეწონათ (Aronson, Carlsmith, 1963). მათ აფრთხილებდნენ რბილი ან მკაცრი დასჯით იმ შემთხვევაში თუ ითამაშებდნენ აკრძალული სათამაშოთი. შემდეგ ბავშვებს ამ სათამაშოებთან მარტო ტოვებდნენ ოთახში და აფასებდნენ, თუ რამდენად ხანგრძლივად თამაშობდნენ ბავშვები აკრძალული სათამაშოთი. თამაშის შემდეგ მათ ეკითხებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოეწონათ სათამაშოები, მათ შორის ისიც, რომლითაც თამაში აკრძალული იყო. დისონანსის თეორიის თანახმად ბავშვები, რომლებსაც აშინებდნენ მკაცრი დასჯით, სავარაუდოდ არ უნდა ეთამაშათ სათამაშოთი, მაგრამ ასევე არ უნდა შეემცირებინათ მისი შეფასება. ბოლოსდაბოლოს მათ იციან, თუ რატომ არ თამაშობენ ამ სათამაშოთი: მათ ემუქრებოდნენ დასჯით. თუმცა იმ ბავშვებს, რომლებსაც მსუბუქი დასჯით დაემუქრნენ, არ ქონდათ საკმარისი გამართლება იმისთვის, რომ არ ეთამაშათ ამ სათამაშოებით და შესაბამისად, როდესაც მათ თხოვდნენ შეეფასებინათ მეორედ, მათ შეეძლოთ მიეცათ მითითებული სათამაშოს სხვა შეფასება, რომ სინამდვილეში ის არც თუ ისე მიმზიდველია. სწორედ ამას აკვირდებოდნენ ექსპერიმენტატორები სინამდვილეში. ბავშვები ამცირებდნენ აკრძალული სათამაშოს შეფასებას უფრო მეტად რბილი მუქარის პირობებში, ვიდრე უფრო მკაცრი მუქარის დროს.

არჩევანი - დისონანსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია - ქცევის არჩევის შესაძლებლობა. ქცევა, რომელიც განწყობის საპირისპიროა, ქმნის დისონანსს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი თავისუფლად არის არჩეული.

კოგნიტური დისონანსის თეორიის მიხედვით შეგვიძლია ავსხსნათ კანადელი ფსიქოლოგების მიერ იპოდრომზე ჩატარებული გამოკვლევა: როცა უკვე ფსონი დადებული ჰქონდათ, ისინი უფრო მეტად თვითდაჯერებულები და ოპტმისტები ხდებოდნენ. საბოლოო არჩევანის გაკეთება, ამ შემთხვევაში, ფსონის დადება, იყო კრიტიკული ფქტორი. მას შემდეგ, რაც არჩევანი გაკეთდა, კონსისტენტურობის ძლიერი ტენდენცია აიძულებდა ამ ადამიანებს, რომ ურთიერთთანხმობაში მოეყვანათ რწმენები და გრძნობები იმ ქმედებასთან, რაც უკვე განახორციელეს. იპოდრომზე მყოფმა ადამიანებმა საკუთარი თავი დააჯერეს, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, ამის შემდეგ კი, აღარაა გასაკვირი, თუ რატომ გრძნობდნენ ისინი თავს ასე კარგად.
მიუხედავად იმისა რომ კონსისტენტურობა გვეხმარება აურაცხელი ინფორმაციის მარტივად ორგანიზებაში, მას მაინც აქვს ნაკლი:ხშირად სურვილი ვიყოთ კონსისტენტურები, ავტომატურ ჩვევად გადაიქცევა და ისეთ სიტუაციაშიც იჩენს თავს, როდესაც მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი.

0
438
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0