x
image
worldsport.ge
მერებაშვილის გოლი საბერძნეთში საუკეთესოდ აღიარეს

imageსაბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მე-7 ტურის საუკეთესო გოლის ავტორი ოფი-ს ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა კრეტელთა რიგებში პირველი ოფიციალური თამაში "პანათინაიკოსთან" სტუმრად ჩაატარა და დებიუტი 21-ე წუთზე ლამაზი გოლით აღნიშნა: ფლანგიდან ჩაწოდებულს ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში ისე შევარდა.

გიორგი მერებაშვილმა ხმების უმრავლოსობა დააგროვა - 58.42%. გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი ოფი-ს ფეხბურთელი გეორგიოს მაკრისი გახდა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0