x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ასოცირების ხელშეკრულება?
imageრამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტების რატიფიკაციაა. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა2015 წლისთვის არის ნავარაუდევი.


რას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე? -ამის შესახებ ქუთაისის მასშტაბით სახალხო გამოკითხვა ჩავატარეთ.


დაახლოებით ოცამდე სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


გიორგი ნიქაბაძე, სტუდენტი:"წარმოდგენა არ მაქვს რას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. არ მაინტერესებს პოლიტიკა."



დავით დეისაძე, პენსიონერი:"არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, რუსეთთან დავალაგოთ მეგობრული ურთიერთობა. ძალიან მომწონს რუსეთის პრეზიდენტი და მენატრება მოსკოვში დამზადებული კანფეტები."


ნინო დვალიშვილი, სტომატოლოგი:"თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდა, დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენიმოქალაქეები არალეგარულად მიდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გაწევრიანების შემთხვევაში კი თავისუფლად ვივლით. ეს სასიხარულო ფაქტია."


ნიკოლოზ ძნელაძე, პენსიონერი:"თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება წლების წინ გააფორმა, თუმცა ამ დრომდე არ არისევროკავშირის წევრი. გვატყუებენ, საქართველო არ არის მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი."


თიკო ბარამიძე, სტუდენტი:"არ ვიცი რას ნიშნავს ევროკავშირი. ვერაფერს გეტყვით."


მალხაზ კიკნაძე, უმუშევარი:"ევროკავშირი სიკეთეს არ მოგვიტანს, მაგათმა ბულგარეთი დაღუპეს. არ მინდა ჩემი სამშობლო გარყვნან და გაანადგურონ."


ეს გამოკითხულთა ნაწილია. კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობას აღნიშნული თემის ირგვლივ მეტი ინფორმაცია ესაჭიროება. სწორედ, რომ საჭიროა საზოგადოების აქტიური ჩართულობა.


რას ვირჩევთ და საით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკა. რა არის ასოცირების ხელშეკრულება.-ამ შეკითხვაზე პასუხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე ვიპოვეთ, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ.


ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირსა და ევროკავშირს არაწევრ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანამშრომლობა, ზოგადაგ, მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროს. ასოცირების ხელშეკრულების სამართლებრივ ბაზად მიიჩნევა"ევროკავშირის ფუნქციების შეთანხმების(1957წ)მუხლი127, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიების ასოციაციების საკითხს. პირველი სახელმწიფოები, ვინც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, საბერძნეთი და თურქეთიიყო. (1960წ)


ასოცირებული წევრობის სტატუსის სანაცვლოდ ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს აკისრებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სასამართლო რეფორმების გატარების ვალდებულებას. ამის სანაცვლოდ კი, ასოცირებულ წევრებს ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვთ, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისბაზარზეც. ასოცირებული წევრები ასევე იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.ასოცირების შეთანხმება ხშირ შემთხვევაში მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც.

თავისუფალი ვაჭრობის ზონა არის საერთაშორისო ინტეგრაციის სახეობა, რომლის წევრებსაც არ ეკისრებათ საბაჟო გადასახადები და მოსაკრებელი. მათზე არ ვრცელდება რაოდენობრივი შეზღუდვებიც, რომელსაც საერთაშორისო შეთანხმებები არეგულირებს. ეს ინტეგრაციის უფრო ღრმა სახეობაა, ვიდრე პრეფერენციალური შეთანხმებები. თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრები ასევე ინარჩუნებენ უფლებას, თავად განსაზღვრონ ვაჭრობის რეჟიმი მესამე ქვეყანასთან. უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ზონის წესები ვრცელდება ყველა სახის საქონელზე, თუმცა ზონაში შემავალ ქვეყნებს შორის არსებობს საბაჟო საზღვრები და პოსტები, სადაც საქონლის წარმომავლობას ამოწმებენ.

თავისუფალ სავაჭრო ზონაში შემავალ ქვეყნებს ეხსნება საბაჟო გადასახადები, სავაჭრო შეზღუდვები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, მომსახურების სფერო, იზრდება საექსპორტო შესაძლებლობები.


ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს ევროკავშირის ყველა წევრმა.


უახლოეს წარსულში ასეთი შეთანხმება მოხდა"სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესის" და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში.პირველი პროგრამა ვრცელდება ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებზე, მეორე კი -აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზეც.

ჩვეულებრივ, თანამშრომლობა ევროკავშირის წევრებს შორის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ევროკავშირსა და ასოცირებულ წევრ ქვეყნებს შორის.


"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და კულტურა. ის არ აძლევს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობაში გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს. ევროკომისიის მიერ2004 წელს შემუშავებული დოკუმენტი"ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, სტრატეგია და მოხსენებები ქვეყნებზე" ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ევროპული ღირებულებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის (მათ შორის, უმცირესობების) უფლებების დაცვას, კეთილმეზობლურ ურთიერთობების დამყარებას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. ასევე, არის მოლოდინი იმისა რომ ევროკავშირისპარტნიორი ქვეყნები ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობასაც აიღებენ. მათ ასევე ევალებათ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვა და კონფლიქტების მოგვარებაზე ზრუნვა.


"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში" შედიან: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, ტუნისი, და პალესტინის ავტონომია.


რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, მისი ხელმოწერები არიან: ალბანეთი, ალჟირი, ანდორა, ბოსნია, და ჰერცეგოვინა, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ისლანდია, კანადა, ლიბანი, ლიხტენშტეინი, მაკედონიის რესპუბლიკა, მაროკო, მექსიკა, ნორვეგია, პალესტინის ავტონომია, სანმარინო, სერბეთი, ტუნისი, თურქეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ჩილე, შვეიცარია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა.


მოლაპარაკების სტადიაში არიან: საქართველო, კოლუმბია, პერუ, მოლდოვა, ეკვადორი, საუდის არაბეთი, სირია, უკრაინა.


"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა"2008 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად 6 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ევროინტეგრაციას ისახავდა. აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირი მთავარ მოთხოვნად დემოკრატიას, მმართველობის სისტემის სრულყოფასა და სტაბილობის უზრუნველყოფას უყენებს. ინტეგრაცია თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.







































0
594
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0