x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Microsoft - მა Windows 10 წარადგინა (+ ვიდეო)
imageროგორც საკონსულტაციო კომპანია Forrester - ის წარმომადგენელმა დევიდ ჯონსონმა BBC - ის განუცხადა, Microsoft - ისთვის აუცილებელია, რომ Windows 10 წარმატებული პროექტი იყოს. როგორც ცნობილია Windows 8 - ს ბაზრის მხოლოდ 13, 4% უჭირავს და ზრდა ძალიან ნელია, მაში როდესაც მომხმარებელთა 51, 2% ჯერ კიდევ Windows 7 - ს ხმარობს, ხოლო 23, 9% Windows XP - ს.


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება Windows - ში „Start მენიუს“ დაბრუნება იქნება, რომელიც Windows 8 - ში აღარ იყო და ამის გამო ბევრი მომხმარებელი განაწყენდა. როგორც BBC - ის კორესპონდენტი აცხადებს, კომპანია ამით ცდილობს მოხიბლოს ის მომხმარებელი, რომელიც დღემდე ძველ Windows 7 - ს ან კიდევ უფრო ძველ Windows XP - ს ხმარობს, რადგან ამ სეგმენტისთვის Windows 8 ზედმეტად განსხვავებული აღმოჩნდა ყველა წინა Windows - ისგან.


კომპანია Microsoft - მა ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10 წარადგინა. როგორც BBC - ის კორესპონდენტი რიჩარდ ტეილორი აცხადებს, სახელმა ბევრში გაკვირვება გამოიწვია, რადგან კომპანიის ბოლო პროდუქტი Windows 8 (შემდეგ: Windows 8.1) იყო, ამიტომ ყველა Windows 9 - ს ელოდებოდა. კომპანიის განცხადებით, ახალი Windows - ი როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე სმარტფონებზე და ტაბლეტებზეც გავრცელდება.


სურათები:



image


image


image


image


იხილეთ ვიდეო:




1
61
2-ს მოსწონს
ავტორი:Project X
Project X
61
  
2014, 22 ოქტომბერი, 0:45
აბა რომელიმემ თუ იცით ამას Windows 10 რატომ დაარქვეს და არა Windows 9. არა და ეს Windows 9-ად იყო დასახელებული :)
0 1 1