x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძალადობა ქალთა მიმართ

image


ბოლო დროს საგანგაშოდ გახშირდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. მიზეზი სხვადასხვაა, ეჭვიანობა, ნასვამი მდგომარეობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, დედამთილ_მამამთილის ფაქტორი, ინტელექტი თუ ნაკლები ინტელექტი. შეიძლება ითქვას, ძალადობის მასიური სახე ტრადიციებისა და სტერეოტიპების გამო ხდება.რომელიც არ ხმაურდება და ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ცოლი ვალდებულია დედამთილს დედათი მიმართოს და ქმარი „ვალდებულია ცოლს დედა აგინოს., ცოლი სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს, მორჩილად ეგუებოდეს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ცოლების უმრავლესობა ითმენს, ზოგი შვილების გამო, ზოგი რას იტყვის ხალხის გამო, ზოგი მატერიალური მხარის გამო ითმენს და იტანს სხვადასხვა სახის მქონე მოძალადე ქმარს. ზოგან ქალები ითმენენ, ზოგან ხმას იმაღლებენ. რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ქმარმა ყოფილი ეჭვიანობის გამო ცოლი მოკლა, სიკვდილის 23 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ ფარავენ, თუმცა რეალური და ქმედითი ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა ქალთა უფლებების დასაცავად. დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც ცნობილია მსგავსი აქციები რეგიონებშიც გაიმართება. იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქალები შეადგენენ, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს მამაკაცები იკავებენ. კანონებსაც მამაკაცები იღებენ და შესაბამისად სადავეებიც მამაკაცებს უპყრიათ ხელთ. ქალებზე კი დღისით, მზისით ძალადობენ ფსიქოლოგიურად, სექსუალურად, ეკონომიკურად, სიტყვიერად თუ ფიზიკურად. უკიდურეს შემთხვევაში მკვლელობით გვარდება მოუგვარებელი პრობლემები.











1
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
25
  
2014, 22 ოქტომბერი, 16:35
სამწუხაროა...
0 1 1