x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ნუკი კოშკელიშვილს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?! "არადა ახლა დავტოვე საავადმყოფო"
imageმოდელსა და ტელეწამყვანს, ნუკი კოშკელიშვილს მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს. ეს წელი მისთვის უიღბლო აღმოჩნდა, ზღვაზე დასასვენებლად წასულმა ფეხი მოიტეხა და მთელი შვებულების გეგმები წყალში ჩაეყარა. ცოტა ხნის წინ კი, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც ნუკიმ სოციალურ ქსელშიც კი ატვირთა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ტელეწამყვანი მორიგ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის გაბინტული საკაცეზე წევს და პირველად დახმარებასაც უტარებენ. ფოტოს ნუკის კომენტარიც ამძაფრებს: "არადა აგერ ახლა დავტოვე საავადმყოფო". ახალ ფოტოს ტელეწამყვანის გულშემატკივრებისაგან პანიკა მოჰყვა. ნუკი შოუბიზნესის წარმომადგენელთა იმ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომლებიც მსგავს ფოტოებს პროვოკაციის მიზნით იღებენ. თუმცა ამჯერად ნუკიმ იმედები გაგვიცრუა და ეს ყველაფერი ნამდვილად პროვოკაცია, თუ საკუთარი გადაცემის უფასო ნრეკლამა აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ნუკი კოშკელიშვილი და თიკა ფაცაცია ტელეკომპანია "მარაო რუსთავი 2"-ზე გადაცემას "შეიცვალე" წაიყვანენ. რაც მთავარია ტელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს. გულშემატკივრები კი ამტკიცებენ, რომ მათი ასე შეშინება საჭირო არ იყო და ახალ გადაცემას ისეც აუცილებლად უყურებდნენ.image

შეგახსენებთ, რომ ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ნუკიმ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო. ნუკი ირწმუნება, რომ ამერიკელ შეყვარებულს არ დაშორებია, უბრალოდ ეს წელი ჩემს კარიერას ეკუთვნისო.

ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და გამოჯანმრთელება.


image

1
308
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
308
  
2014, 21 ოქტომბერი, 23:46
ტყული აღმოჩნდა, არადა "ვენებს ვიჭრიდი" უკვე:))
0 1 1