x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ეგვიპტის ტურიზმი

ეგვიპტის ტურიზმი


ეგვიპტე თითქმის ერთადერი ისლამური ქვეყანაა, რომელიც ღიაა მასობრივი ტურიზმისთვის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია სახელმწიფოსათვის. ალბათ, ამიტომაც აქცევენ ტურიზმს
განაკუთრებულ ყურადღებას.

ისტორიული ძეგლები

imageეგვიპტის ისტორიული ძეგლები ძირითადად ფარაონების ეპოქის დროინდელია, მაგრამ ასევე გვხვდება სხვადასხვა კულტურის გამომხატველი ძეგლებიც: კოლოსი და სფინქსი, ამფითეატრები, ტაძრები და ბერძნული-რომაული სვეტები.
ა)დიდებული სფინქსი (გიზა)
სფინქსი გიზას პირამიდების შესასვლელში დგას. პირამიდა ადამიანის თავით და ლომის ტანით უძველესი ეგვიპტური ქვის ძეგლია. თავდაპირველად მას გიგანტური თიხით დაფარული და მოხატული ზურგი ჰქონდა, მაგრამ ქარმა, წყალმა და ქვიშამ, რომელიც გიზასთვისაა დამახასიათებელი პირამიდას მთლიანად ჩამოაცალა. სფინქსი უძველეს დროში ფარაონების სამეფო განსასვენებელი იყო. ძეგლის ნაწილები ქაიროსა და ლონდონის მუზეუმშია განთავსებული.image

imageბ) მეფეთა ველი
ამოუცნობი და შთამბეჭდავი სამეფო მინდორი შესანიშნავად ინახავს თავის საიდუმლოს. აქ წარმოდგენილია უდიდესი პირამიდები და განსასვენებლები, რომლებიც 26-მა ფარაონმა თავისთვის ააგო. იგი უზარმაზარ მთებშია ჩაფლული, სადაც ტუტანხამონის, რამზეს დიდის და ტუტმოს III-ის გვამებია.



რამზეს დიდის კოლიზეუმი (მემფისი)
რამზეს II-ის უდიდესი ძეგლი სწორედ იმ ადგილას იდგა, სადაც ახლა რამზეს დიდის კოლიზეუმია (მემფისი) განთავსებული. რამზეს II-ის ტაძარმა საუკუნეების განმავლობაში დიდი ცვლილებბი განიცადა. გამოთვლებმა აჩვენეს, რომ ქანდაკების თავდაპირველი სიმაღლე დაახლოებით 17 მეტრი, ხოლო წონა 1000 ტონა იყო.


გ) ბერძნულ-რომაული ხანის ისტორიული ძეგლები: image

რომის აფითეატრი ალექსანდრიაში



საოცარი, მაგრამ მიტოვებული პომპეუსის სვეტი 25 მეტრიანია, აშენებული წითელი გრანიტით, ბერძნული საძირკველით და რომაული თავით. პომპეუსის სვეტს არაფერი აქვს საერთო თავის საკუთარ სახელთან. იგი 292 წელს იმპერატორმა დიოკლიტიანემ ააშენა.
ალექსანდრე დიდის მმართველობის დროს, როდესაც კლეოპატრა ტრაგიკულად აღესრულა, ბერძნებს სამნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა პტოლემიკების დინასტია. კოლონიზაციის პერიოდში მმართველებმა საკუთარ ქვეყანაში ეგვიპტური კლულტურა და დიზაინი გადაიტანეს. მათი უდიდესი მემკვიდრეობა იყო ალექსანდრია, უძველესი სამყაროს სამკაული.image



ქომ აშ-შუქქაფა-ს ქვაბული

ეს არის მეორე საუკუნეში გაშენებული ქვაბული, რომელიც 300-მდე ადამიანის გვამს იტევს. ყველაზე დაბალი დონე ახლა უკვე ჩაძირულია. ხვეულ კიბეს პირველ ორ სართულზე მივყავართ, სადაც ეგვიპტური, ბერძნული და რომაული სიმბოლოებით აღჭურვილი საბანკეტო დარბაზი და მთავარი საფლავია.


image
დ) პირამიდები და ტურისტული მარშრუტები
ერთ-ერთ ყველაზე თვალნათელ ღისშესანიშნაობა მთელი ეგვიპტისა არის გიზას პირამიდები, რომელიც 2690 წელს აშენდა ჩვენს ერამდე. მათ შორის ყველაზე დიდია ხეოფსის პირამიდა. ხეოფსის(ხუფუს) პირამიდა – შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირამიდაა. მისი მშენებლობა დაიწყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება ამ პირამიდის შემოვლას. მისი მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. შუათანაა ხოფრენის, ხოლო ყველაზე პატარაა მიკერენის. ეს არის ერთადერთი საოცრება შვიდ შორის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. გიზას ცნობილი სფინქსი ფარაონის თავითა და ლომის ტანით წარმოადგენს ძველი
ეგვიპტის მეორე საოცრებას.

ძველი ქალაქები მემფისი და საკარა, რომლებიც მდებარეობს 20 მილის დაშორებით გიზადან სამხრეთით, ასევე სარგებლობენ ტურისტების ყურადღებით.
ძალიან საინტერესოა ლუქსორი, რომელიც იყო ეგვიპტის დედაქალაქი 2100_დან 750 წლამდე ჩვ.წ.აღ. და ეწოდებოდა თებე. აქ არის შიშის მომგვრელი საფლავები, ძველი ტაძრების ნარჩენები, ქანდაკებების ნანგრევები. ტაძარი კარნაკა 200 წლის განმავლობაში შენდებოდა, დედოფალ ხატშეპსუტის ტაძარი, ტუტანხამონის საფლავი _ ეს ყველაფერი ამოწმებს ამ ძველი ცივილიზაციის ყოვლისშემძელეობასა და მარადიულობას.
ასუანი მდებარეობს 890 კმ-ზე სამხრეთით ქაიროდან. იგი ცნობილია ისეთი ისტორიული ძეგლებით როგორიცაა მავზოლეუმი აგა ხანის, აბუ სიმბელის უზარმაზარი ტაძარი, რომელიც 3.5 ათასი წლის წინ აშენდა, ფარაონ რამზეს II ის ეპოქაში. იგი განლაგებული 5 კმ-ის სიგრძეზე, სიმაღლე 11 მეტრია, სიგანე 1 კმ. იგი 17-ჯერ აღემატება ხეოფსის პირამიდას. ასუანიდან რამდენიმე
კილომეტრში მდებარეობს ცნობილი სიძველის მუზეუმი, სადაც ინახება ძველეგვიპტური ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები.
image


ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს არა მხოლოდ ეგვიპტის მდიდარი ისტორია და უნიკალური ძეგლები, არამედ გასაოცარი დასვენება წითელ ზღვაზე.
წითელი ზღვის სანაპიროზე განლაგებულია კურორტები: ხურგადა, ელ გუმა, შარმ ელ შეიხი. ყველა ტურისტს აქვს შესაძლებლობა სხვდასხვა ტიპის გართობის არჩევის: წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის მდიდარი სამყაროთი მისი საიდუმლოებებით მოცულ სიღრმეებში. თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ იმოგზაურონ უდაბნოში, ამას გარდა მათ შუეძლიათ უბრალოდ დაისვენონ აუზებთან და სანაპიროზე. ტურისტების განკარგულებაშია უამრავი ბარი, ღამის კლუბი და დისკოთეკა.
ხურგადა _ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო კურორტი ეგვიპტეში _ მდებარეობს 450 კმ.ზე ქაიროს სამხრეთით. აქ მთელი წელი ანათებს მზე, დაუსრულებელი სანაპიროები გადაჭიმული უდაბნოს მთების ფონზე. სერფინგისთვის ხელსაყრელი ქარი, რომელიც ზღვის მხარეს ქრის, იზიდავს სერფინგის მოყვარულებს. აქვეა სუფთა ლაგუნები წყალქვეშა ცურვისთვის.
საფარა ნახევარი საათის სავალზეა ხურგადადან. იგი საუკეთესო ადგილია მყვინთავებისა და წყალქვეშ მცურავებისთვის.
ელ_გუნა _ თანამედროვე კურორტი, მდებარეობს 20 კმ. ზე ხურგადადან. იგი პრაქტიკულად ნახევარკუნძულია, რადგან მხოლოდ ერთი მხრიდანაა შემოსაზღვრული მთებითა და უდაბნოთი. მის გარშემო არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლაგუნებია, რომელთა შორისაა განლაგებული მყუდრო, კომფორტაბელური სასტუმროები.
შარმ ელ შეიხი _ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ კურორტად ითვლება ეგვიპტეში, მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მიუხედავად თანამედროვე სასტუმროების სიმრავლისა, მას მაინც image

შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი იერი: ლამაზი მთები და უდაბნო, ბრწყინავი ფირუზის ზღვა და მარჯნის რიფები.
ტურისტული გადაადგილებისთვის ნებართვა არ არის საჭირო, გამონაკლისია მხოლოდ ლიბიის, სუდანის და ისრაელის საზღვრების რაიონები და წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის სანაპიროები.



image
ქალაქები (ათ): დედაქალაქი ქაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).
ქაირო _ ეგვიპტის დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში. ის დაარსდა არაბელი მცხოვრებლების მიერ VI საუკუნეში ჩვ. ერამდე. ახლა კი მასში გასაოცარი სახით ერწყმის ერთმანეთს ძველი ცივილიზაცია და თანამედროვეობა. ქაირო წარმოადგენს კულტურულ და კომერციულ ცენტრს არაბული სამყაროსი, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთიში.

იგი არა მხოლოდ ეგვპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება.ქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.


თანამედროვე ქაიროს ცენტრია ალ-ტახირას მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. იგი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დააარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.
ნილოსის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია ერთერთი ყველაზე კომფორტაბელური და პრესტიჟული სასტუმრო `ჰილტონი~. ამ მოედანზე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ეგვიპტის ნაციონალური მუზეუმი სადაც ინახება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძველი ეგვიპტური და რომაულ-ბერძნული პერიოდის საგანძური. 155 ექსპონატს შორის ინახება ცნობილი განძი ფარაონ ტუტანხამონის აკლდამიდან.
ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ძველი ქალაქი, მისი კვარტალები თითქმის არ შეცვლილან შუასაუკუნეებიდან მოყოლებული. აქ არის ცნობილი ბაზრები, სადაც იყიდება სუვენირები ტურისტებისთვის.
ქაიროს სიმბოლოდ ითვლება ალებასტრის მეჩეთი _ციტადელი, რომელიც XII ს-ში აშენდა. მის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სულთან ხესანის მეჩეთი, XIV ს-ში აშენებული. იგი ერთერთი ყველაზე ლამაზი სახეა არაბული არქიტექტურისა. ტურისტებს იზიდავს დიდი ბაზარი ხან ელ-ხალილი, რომელიც დაარსდა XIV ს-ში. უნიკალურია ასევე პაპირუსების ინსტიტუტი, სადაც თავმოყრილია ნახატები ეპიზოდებისა ძველი ეგვიპტელების ცხოვრებიდან.
ალექსანდრია _ მეორე დიდი ქალაქი ეგვიპტეში, მდებარეობს 225 კილომეტრზე ქაიროდან ჩრდილო-დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და დელტა ნილაზე. ალექსანდრია დაფუძნებული იქნა ალექსანდრე მაკედონელის მიერ 332-331 წლებში ჩვ.წ.აღ. იგი იყო ეგვიპტის დედაქალაქი და ყველაზე მსხვილი ცენტრი ელინური კულტურისა და ასევე ადრეული ქრისტიანობისა. რბილი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, ქვიაშიანი სანაპიროები იზიდავს ათასობით ტურისტებს. ქალაქი მდიდარია კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
ელ_მონტანას სასახლე _ ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია მეფეებისა _ მდებარეობს მაღალ ქედზე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალექსანდრიის სანაპიროსი. სასახლის გარშემო დიდ ფართობზე გაშენებულია არაჩვეულებრივი პარკი.
ალექსანდრიაში მდებარეობს ბერძნულ-რომაული მუზეუმი, სადაც ინახება დაახლოებბით ოთხი ათასი უძვირფასესი ექსპონატი. იგი დაარსდა 1891 წელს. განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს მონეტების კოლექცია, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დროინდელია.
რომაული ამფითეატრი აღმოჩენილ იქნა კომ ელ-დეკას ადგილზე გათხრების შედეგად, რომის მუზეუმთან ახლოს. მას აქვს 12 მარმარილოს ტერასა. ისინი ქმნიან ნახევარწრეს და ერთადერთია ასეთი მოწყობილობის ეგვიპტეში.
ალექსანდრიაში სტუმრების განკარგულებაშია 20 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო, მრავალრიცხოვანი სატრანსპორტო და ტურისტული სააგენტოები, ნაციონალური და ტრანსნაციონალური ბანკების განყოფილება, კაფეები, რესტორნები, კაზინოები და ღამის კლუბები.
ვუსურვებ ეგვიპტეს სტაბილურობას და კეთილდღეობას. წარმატებები ტურიზმის განვითარებაში ყველა ქვეყანას სჭირდება.
სტატიის ავტორი: დავით სიდამონიძე

გამოყენებული ლიტერატურა:

Associated Press – ის მასალები.


Earth Times – ის მასალები.


წყარო:


http://hi-tech.ge/?s=egypt&searchsubmit=


www.egvipte.ge


http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%95%D0%B3%D0%B8%D0%BF%D0%B5%D1%82


http://www.longpassages.org/egypt.htm


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/index.html


www.unwto.org







4
830
5-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
830
  
2012, 1 ივნისი, 22:39
არა არ გინდა აპდეითი აქვს გაკეთებული კატეგორიებს და მიბმულია ეკონომიკაზე
2012, 1 ივნისი, 22:37
ეკონომიკაში გაქვს. ტურიზმში გადაიტანე
2012, 1 ივნისი, 22:03
ტურიზმის კატეგორიაში ხო მიწერია?
5.3. აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება.
0 1 4