x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508483
მარიამ გეგუჩაძე: "მძულს სანდრექსა"

imageსერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე მეექვსე სეზონია აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოების დიდი ნაწილი მოუთმენლად ელის უკვე ნაცნობი და საყვარელი გმირების ეკრანზე ხილვას. ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ სერიალია, მაგრამ ხშირად საყვარელი პერსონაჟების ტკივილს განსაკუთრებულად განიცდიან. აგრესია, რომელსაც რომელიმე პერსონაჟი იწვევს ხშირად მის განმასახიერებელ მსახიობამდე აღწევს. თავის დროზე, დათო გოცირიძის ღალატის ამბავი საზოგადოებამ ძალიან რთულად გადაიტანა. ამჯერად კი მორიგი იმედგაცრუება სანრექსასგან ვიგემეთ. ნატაშკასა და სანდროს სიყვარულის ისტორია ღალატმა დაამსხვრია-"ყველა კაცი ხომ ერთნაირია". ამჯერად სანდრექსაზე განაწყენებული მაყურებელი მსახიობს ლანძღავს. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გულშემატკივართაგანია და ამ შაბათ-კვირის მიმდინარე მოვლენებშიც აქტიურადაა ჩართული. ნანუკამ ის მესიჯიც კი გამიაქვეყნა, რომელიც ქალიშვილმა, მარიამ გეგუჩაძემ მისწერა. "მძულს სანდრექსა. იდიოტი"-წერდა მარიამი დედას. კიდევ ერთი წარუმატებელი სიყვარულის ისტორია და გაღიზიანებული მაყურებელი... სერიალის რეიტინგი კი უკვე მეექვსე სეზონის მიუხედავად იზრდება.

შეგახსენებთ, რომ მარიამ გეგუჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი შვილია. სულ ცოტა ხნის წინ გოგონა 17 წლის გახდა. ასაკის მატებასთან უფრო და უფრო ლამაზდება. იმედია მარიამისთვის კაცებისაგან იმედგაცრუება სანდრექსას საქციელით შემოიფარგლება. ვუსურვოთ გოგონას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

0
1003
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0