x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
უნივერსიტეტის კიბიდან გადმოგდებული გვანცა ადამია გათხოვდა (+ფოტოები)
image


დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა ადამია მეგობარმა და თანაკურსელმა ვანო ღონღაძემ ხელში აიტაცა, მესამე სართულიდან გადააგდო და გოგონას საკუთარი ჩანთაც ზედ დაანარცხა. ვანო ღონღაძე გოგონაზე შეყვარებული გახლდათ და ცდილობდა მისი გული მოეგო. გვანცას მტკიცებით, კი ბიჭი მას გასაქანს არ აძლევდა და მისი უარით გაღიზიანებულმა შური ასე სასტიკად იძია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

გვანცა გამოჯანმრთელდა და უკვე სრულფასოვნად ცხოვრობს, თუმცა წარსული თავს ხშირად ახსენებს. უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შესვლა არ სიამოვნებს, ღამით გარეთ გასვლა კი ეშინია. 4 თვიანი წოლითი რეჟიმი მისთვის ძნელი გადასალახი იყო, გამოცდებიც შინ ჩააბარა. დღეს ერთი შეხედვით სრულფასოვანი სტუდენტია, სწავლობს და მუშაობს.


უკვე პირადი ცხოვრებაც მოიწყო. გვანცა შეყვარებულია ვინმე ნიკა ხვედელიძეზე. ნიშნობის შემდეგ, წყვილმა მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი ქორწილიც გადაიხადა, ჯვარიც დაიწერეს და გვანცამ, ალბათ ბევრჯერ ნანატრი, თეთრი კაბაც მოირგო. გოგონა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, დედამისი კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გვანცა გათხოვდა და ვედნიერია. როგორც ჩანს ოჯახი პრესასთან საუბარს ერიდება.

ვუსურვოთ გვანცას და ნიკას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










3
1137
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1137
  
2014, 1 ნოემბერი, 20:57
რა ვქნათ ასეც ხდება, ვივლი ასე ეულად და მარტოსულად:))).. ნუ გამაგიჟე ეხლა ჯერ სულ 24 წლის ვარ რა დროს გათხოვებაა:))
2014, 31 ოქტომბერი, 13:59
ერთი შენ ვერ გაგათხოვეთ რა თაკო ))
2014, 21 ოქტომბერი, 15:18
თურმე გათხოვდა, ავშენდით და ეგაა:)) ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს..
0 1 3