x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დაბრუნდა თუ არა თბილისში ძველი დრო?

imageსტატიის დაწერა გადავწყვიტე მას შემდეგ რაც, ჩემი თვალით ვნახე თუ რა მძიმე სიტუაციაა სკოლებში თუ სხვადასხვა უბნებში.დაბრუნდა თუ არა სკოლებში ძველი დრო?ამ კითხვას მარტივი პასუხი აქ:დაბრუნდა ძველი დრო და უფრო მეტიც იმაზე ცუდი სიტუაციაა დღეს სკოლებში ვიდრე წლების წინ იყო.ადრე თუ “კაი ბიჭობის" ასაკი იწყებოდა 17-18 წლის ასაკში ეხლა უკვე ეს წლოვანება შემციდრა და ნუ გაგიკვირდებათ თუ გზაში ან თუნდაც სკოლაში დაინახავთ 13-14 წლის ბავშვს რომელსაც ერთ ხელში დანა უჭირავს ხოლო მეორეში სიგარეტი, რომელ სწავლაზე საუბრობთ როდესაც ბავშვი მაშინ გადის გაკვეთილებიდან როცა გაუხარდება, ან საერთოდ არ დადის მაგრამ ამაზე პასუხს არავინ არ თხოვს.ბავშვებში ერთმანეთის მიმართ წამოვიდა ისეთი დამოკიდებულება როგორიცაა:თუ არ ეწევი ჩმორი ხარ, ეს კაი ბიჭია ძმაო და მორჩა ამასთან ბაზარი და ა.შ.13-14 წლის ბავშვები სკოლის ეზოში იბარებენ ერთმანეთს მხარზე შემთხვევით გაკვრის გამო.იცით რა მიპასუხა ბავშვმა რომელსაც ვკითხე თუ რატომ ეჭრა ხელში დანა...? ყველა დანით დადის და იძულებული ვარ მეც ვიაროო.ქუჩებში დაინახავთ ე.წ. ბირჟებს, პლეხანოვმა დაიბრუნა ძველი სტატუსი : ე.წ. “კაი ბიჭების უბანი", ჩაბნელებულ ადგილებში ხშირია ჩხუბი და საქმის გარჩევა.საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს დაცულად.

0
147
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0