x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გვინდა თუ არა სახლში ძაღლი
image
ბევრი მშობელი ბავშვის დაბადების შემდეგ უარყოფითად არის განწყობილი სახლში იყოლიოს ძაღლი.ერთის მხრივ მართალია; ისინი თავს არიდებენ ისეთ შესაძლო პრობლემებს როგორიცაა: რწყილი, ძაღლის ბეწვი და ა.შ. რაც სახიფათოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის.

image

გერმანელი მკვლევარების აზრით ძაღლები დადებით გავლენას ახდენენ ბავშვებზე დაახლოებით სკოლის ასაკში. ბავშვებს რომლებსაც სახლში ჰყავთ ძაღლი, იზრდებიან მათთან ერთად, თავიდანვე სწავლობენ თუ რა არის მზრუნველობა. ასეთი ბავშვები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, საკმაოდ კარგად და დროულად ასრულებენ სასკოლო დავალებებს, ამასთან ისინი ჰუმანური და კარგი ხასიათის პიროვნებებად ყალიბდებიან.

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს პატარას მოუყვანოთ სახლში ოთხფეხა მეგობარი, გერმანელი მეცნიერები გირჩევენ სწორად შეარჩიოთ ძაღლის ჯიში. მაგ: ოქროსფერი რეტრივერი, გერმანული ნაგაზი, ლაბრადორი. ამ ჯიშის ძაღლები არამხოლოდ კარგი დამცველები არიან, არამედ კარგი მეგობრებიც თქვენი შვილებისთვის.






1
96
3-ს მოსწონს
ავტორი:ბუ.თოვლი
ბუ.თოვლი
96
  
2014, 20 ოქტომბერი, 14:17
ვიცი, რომ ძაღლი კარგია, მაგრამ მე მაინც ვერ ვიტან სახლში ცხოველებს, ეზოიანში კიდევ ჯანდაბას ავიტან, მაგრამ ბინაში რომ მყავდეს ალბათ გავგიჟდები:(
0 1 1