x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
შეტაკებები გრძელდება ჰონგ-კონგში
imageშეტაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ადილობრივმა ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები მოლაპარაკებებზე დაპატიჟა. შეხვედრაზე უნდა განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმები, რაც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.


ჰონგ-კონგში შეტაკებები გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ რაიონ მონგკოკში აქციის მონაწილეებმა პოლიციის იერიში მოიგერიეს. დღეს დილით ათობით პოლიციელი შეიჭრა დემონსტრანტთა რიგებში და მათი დაშლა რეზინის ხელკეტებით სცადა. რამდენიმე ადამიანი საკაცით გაიყვანეს. ზოგიერთმა თავის ქალის ტრავმა მიიღო. შეტაკების შედეგად 20 დემონსრანტი დაშავდა.


16 აგვისტოს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები და შეტაკებები ახალი
ძალით მას შემდეგ განახლდა რაც პოლიციელმა ერთ-ერთი აქტივისტი სცემა. ჰონგ კონგის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის პოლიციელი ვინც აქტივისტის ცემაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გათავისუფლდება.


დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს 1997 წელს გადასცა, შემდეგი ფორმულის შენარჩუნების პირობით, - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“. ეს ფორმულა ჰონგ-კონგში დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებას გულისხმობს.



იხილეთ სურათები:


image


image


image


image

0
21
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Project X
Project X
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0