x
image
worldsport.ge
შამილ ტარპიშევს უილიმასებზე ხუმრობა 25000 დოლარი დაუჯდა

imageWTA-მ რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შამილ ტარპიშევს 25000 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა და WTA-სთან 1 წლით კონტაქტი აუკრძალა.
როგორც პორტალი Tennis.com იუწყება ტარპიშევი რუსეთის პირველი არხის ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დები უილიამსები ძმებად მოიხსენია.
WTA-მ ტარპიშევის ნათქვამი ჩოგბურთელების შეურაცხყოფად მიიჩნია და ზემოხსნებული ჯარიმის გარდა, შამილს ჩოგბურთელებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ტარპიშევის განცხადებით, მან მხოლოდ იხუმრა და იქვე აღნიშნა, რომ დები უილიამსები ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. რუსს არ ესმის WTA-ის გადაწყვეტილება და მათ იუმორის სწორად ვერაღქმაში ადანაშაულებს.

ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0