x
image
worldsport.ge
ვან დერ ვაარტი „ინტერში“

imageგერმანული „ჰამბურგის“ 31 წლის ნახევარმცევლი რაფაელ ვან დერ ვაარტი ინგლისური გამოცემის „დეილი მირორის“ ინფორმაციით მომავალი სეზონიდან მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება.
„დეილი მირორის“ ცნობით, ჰოლანდიელმა ნახევარცველმა „ნერაძურის“ გამო უარი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ შეთავაზებაზე თქვა.
ინგლისური ტაბლოიდი ფეხბურთელის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც მან ჰოლანდიურ პორტალ „nusport.nl“-ს მისცა.
„სიამოვნებით ვითამაშებდი იტალიაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც ბუფონი, პირლო და ტოტია. იტალია ლამაზი ქვეყანაა, ლამაზი ქალაქებით“ - ამბობს ვან დერ ვაარტი.
რაფაელ ვან დერ ვაარტს „ჰამბურგთან“ მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბის გამოცვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0