x
image
worldsport.ge
ებოლამ „სუონსიც“ შეაშინა

imageებოლას ვირუსის პრობლემის გამძაფრების გამო „სუონსის“ კოტ დივუარელი ფორვარდის ვილფრედ ბონის მომდევნო სანაკრებო შეკრებაზე გაშვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ იტყობინება, უელსური კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს ფეხბურთელი აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ნაკრებში გაუშვას.
„სუონსის“ დამრიგებელმა გარი მონკმა ამის თაობაზე უკვე გააკეთა მცირე კომენტარი: „ხელმძღვანელობამ ბონის სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადა და მას საკმაოდ მაღალი ხელფასიც აქვს. არ მინდა, რომ რომელიმე ჩემი მოთამაშე ნაკრებს მიღმა იყოს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ფიქრი თავით მოგვეთხოვება და არა გულით“ - ციტირებს გარი მონკის სიტყვებს „გაძეტა დელო სპორტი“
ვილფრედ ბონი კოტ დივუარის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი არაა, ვისაც ებოლას ვირუსის გამო ნაკრებში გაშვებაზე პრობლემები ექმნება. ბოლო დროს ინფორმაცია ვრცელდებოდა აფრიკის თასის შესაძლო ჩაშლის შესახებაც.
2015 წლის აფრიკის თასი იანვარში გაიმართება და მას მაროკო უმასპინძლებს.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0