x
image
worldsport.ge
პოდოლსკი “არსენალში” უბედურია

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი ლონდონის “არსენალში” საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სიტუაციის შეცვლას გეგმავს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 7 ტური ჩატარდა, “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კი, 29 წლის ფეხბურთელი მხოლოდ 37 წუთი ათამაშა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.
“გუნდში ჩემი მდგომარეობა კარგად გავაანალიზე და აუცილებელია რაღაც შევცვალო. ვნახოთ რა მოხდება ზამთარში. ყველასათვის თვალნათელია, რომ “არსენალში” თავს უბედურად ვგრძნობ”, - განაცხადა პოდოლსკიმ.
ლუკაში ლონდონურ კლუბში 2012 წელს “კიოლნიდან” გადავიდა და მოქმედი შეთანხმების თანახმად იქ 2016 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0