x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
იტალიელი მედდა პაციენტებს ხოცავდა და შემდეგ მათ გვამებთან ფოტოებს იღებდა
imageიტალიაში დააკავეს 42 წლის მედდა დანიელა პოჯიალი, რომელიც ეჭვმიტანილია 38 პაციენტის მკვლელობაში.


დანიელა მუშაობდა ლუგოს საავადმყოფოში (პროვინცია რავენა).პოლიციას სერიოზული ეჭვი მედდის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა 78 წლის პაციენტი როზა კალდერონი.


საქმის მასალების შესწავლისას გაირკვა, რომ 2014 წლის პირველი კვარტლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა საავადმყოფოში გარდაცვლილთა რაოდენობა.


83 გარდაცვლილი ავადმყოფიდან 26 დანიელას მორიგეობის დროს გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 12 პაციენტთან უშალო შეხება ჰქონდა.



გამოძიების ინფორმაციით პოჯიალი პაციენტების მოსაკლავად კალიუმის ქლორიდს იყენებდა, რაც მომენტალურად გულის გაჩერებას იწვევს.შემდეგ კი, რაც ყველაზე ცინიკურია, გვამებთან ერთად სურათებს იღებდა.

სამართალდამცავებმა პოჯიალის სახლიდან ნივთმტიკიცებად გარდაცვლილებთან ერთად გადაღებული ფოტოები ამოიღეს.


თუმცა გამომძიებლები აღიარებენ, რომ საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ კალიუმს სისხლი სწრაფად გაიწოვს, რაც გაურთულებს ექსპერტებს გარდაცვლილთა ორგანიზმში მის აღმოჩენას.

image

0
268
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0