x
image
beko777
ყველაფერი თქვენი ხელების და ფრჩხილების შესახებ
imageწლის ცივ პერიოდში ჩვენი ხელები სტრესებს განიცდის, ამიტომ ახლა ესაჭიროება მათ განსაკუთრებული მოვლა. ხელები ხომ ჩვენ ცხოვრების წესზეც მეტყველებს. რბილი კანი და მკვრივი ფრჩხილები მათი მიმზიდველობის მთავარი შემადგენელია.


სწორი ტექნიკა - ფრჩხილები შეძლებისდაგვარად ერთი მიმართულებით უნდა იქლიბებოდეს და აქეთ-იქით ქლიბის მოძრაობა არ შეიძლება, რადგან ფრჩხილებმა აქერცვლა შეიძლება იწყოს. კიდევ ერთი საიდუმლო: თითის წვერი თბილ წყალში დაილბეთ, შემდეგ ნელსაცხებლის მეშვეობით ელასტიკურობა მიეცით.


imageუზადო მანიკიური - ამჟამად ძალზედ მოდაშია ფრანგული მანიკიური. იგი შემდეგნაირად სრულდება, თავიდან ფრჩხილი პერლამუტრის ლაქით იგრუნტება და შეშრობის დრო ეძლევა. შემდეგ შაბლონის მეშვეობით თეთრი ლაქი ფრჩხილის კიდეზე დაატანეთ და გამჭვირვალე ლაქით დააფიქსირეთ. იგივე გაიმეორეთ სხვა თითებზე.
ხანგრძლივად გაჩერდება - სანამ ლაქს წაისვამდეთ ფრჩხილებიდან. ცხიმი გაიცალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საღებავი აიქერცლება. ამ მიზნისთვის გაცილებით დამზოგავი საშუალებაა ლოსიონი. შემდეგ ფრჩხილზე საფუძველი ლაქის თხელი ფენა წაისვით. იგი უსწორმასწორო მონაკვეთებს და ღრიჭოებს შეავსებს. სანამ ფერად ლაქს ორ ფენად გადაისვამდეთ – საფუძველს კარგად გაშრობის საშუალება მიეცით.


imageკარგი ინსტრუმენტი - ფრჩხილების ძირებთან ნუნების გადაწევა ვარდის ან ფორთოხლის ხისგან დამზადებული ჩხირით უნდა ხდებოდეს. კანის მოჭრა არ არის რეკომენდებული, რამეთუ შეიძლება ახალი, უფრო უხეში კიდეებით გაიზარდოს. ჩამორჩენილი ქერცლები შეიძლება სამანიკიურო მაკრატლით მოიჭრას.



ლიმონით გაწმენდა - ხელებზე და ფრჩხილებზე ულამაზო ლაქები შეიძლება ლიმონის წვენის დახმარებით ჩამოშორდეს. ციტრუსებით მკურნალობა მყჰიფე ფრჩხილების მოწესრიგებასაც შველის. კვირის განმავლობაში დილა-საღამოს სუფთა ხელებზე ლიმონის წვენი შეიზილეთ. აგრეთვე მშვენიერი მათეთრებელი ეფექტი აქვს მჟავე რძეს.


imageმშვენიერი ეფექტი - ნიღაბი არამარტო სახისთვის არამედ ხელებისთვისაც სასარგებლოა. მათზე ნელსაცხებელი გადაისვით (დავუშვათ კრემი Hand & Nail ფირმისგან Oriflime) ან ორ სადილის კოვზ ხაჭოსთან ერთი კვერცხის გული და 5 წვეთი ზეითუნის ზეთი განაზავეთ და ხელები კარგად ამოიგანგლეთ ამ მასაში. შემდეგ ბამბის ხელთათმანები გაიკეთეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.

0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0