x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბატონები:ინფექციური დაავადება
imageბატონები, ინფექციური დაავადებაა, ძირითადად განვითარებულია ბავშვთა ასაკში, ესენია:წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ყივანახველა.მოდით განვიხილოთ ჩუტყვავილას მაგალითი.
ჩუტყვავილას არ იწვევს არანაერი ყვავილი, ეს არის ვირუსული დაავადება, გაგიკვირდებათ მაგრამ ეს ვირუსი ორგანიზმში ხვდება სასუნთქი სისტემიდან, ანუ ჩვენ ჩავისუნთქავთ ამ ვირუსს.სწორედ ამის შემდეგ ხდება მთელს ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც ქავილსაც იწვევს.ბავშვებისთვის არც ისე მარტივი გადასატანია ეს დაავადება თუმცა განსაკუთრებით უფრო რთულად იტანენ ამას უფროსები.


image
ხალხში გავრცელებულია აზრი რომ ამ დაავადებას იწვევენ ზებუნებრივი არსებები, ანგელოზები ე.წ ბატონები და იმ სოფელში სადაც ბატონები რომელიმე მოსახლეს ეწვეოდნენ სწორედ იმ ოჯახში იჩენდა ხოლმე თავს ეს დაავადება, ხალხს ეგონა რომ ბატონებს ძალიან უყვარდათ ცეკვა, თამაში, ტკბილეული, სიმღერა და ა.შ ამიტომ იმ დაავადებულ ადამიანს რომელსაც თვლიდნენ ღირსად რომ ბატონები ეწვიონ სწორედ ასე ემსახურებოდნენ, სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება სხვადასხვა შელოცვები და სიმღერები, სწორედ ამიტომ გისრულებენ ყველა სურვილს.

image

ბატონებს უყვართ წითელი ფერი:წითელი ფერი ზოგადად გამაღიზიანებელია, ეს ძალიან აღიზიანებს თვალს, შესაბამისად, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და დაავადებული ადამიანი კი არა ჯანმრთელი ადამიანის ფსიქოლოგიაზეც შეიძლება ცუდად იმოქმედოს, ამიტომ გირჩევთ ამ დროს წითელი ფერებს მოერიდოთ.


რა ხდებოდა მაშინ როცა ბატონები ეწვეოდნენ რომელიმე ადამიანს



1.ყველანი დადიოდნენ ფეხის წვერებზე რომ ბატონები არ დამფრთხალიყვნენ და არ გაბრაზებულიყვნენ.
2.უარს ამბობდნენ, დალევაზე, მოწევაზე, ღრეობაზე, ასეთი რამეები იკრძალებოდა


ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კი გეცოდინებათ რომ ბატონებს არანაერი ზებუნებრივი ძალები არ იწვევენ, ანუ შესაბამისად არც სურვილების შესრულება და ფეხის წვერებზე სიარული არ არის საჭირო.

0
1198
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0