x
image
cxvedo
უპილოტო Audi RS7
Audi RS7, რომელსაც სამართავად პილოტი აღარ სჭირდება იგზავნება DTM-ში (Deutsche Tourenwagen Masters). ეს გახლავთ გერმანული კომპანია, სადაც ქმნიან და ამზადებენ მანქანებს (კერძოდ: Audi-ს, Mercedes-Benz-სა და BMW-ს) სპეციალური ჩემპიონატებისათვის, როგორიცაა Deutsche Tourenwagen Meisterschaft (German Touring Car Championship) და ITC (International Touring Car Championship).


Беспилотник Audi RS7 отправляют в DTM


კომპანია Audi-ში ცდილობენ შექმნან ისეთი მოდელები, რომლებიც მათ გარშემო ხმაურსა და ყურადღების მიპყრობას გამოიწვევს. ამჯერად მათ ამას მიაღწიეს და ახალი უპილოტო RS7-ით ჩემპიონატში მონაწილეობაზეც ფიქრობენ. აღნიშნული ავტომობილის პრეზენტაცია ამა წლის 19 ოქტომბერს გაიმართება. ავტომობილს სრულ კომპლექტაციას კომპანია DTM გაუწევს. ჩემპიონატი კი გერმანიის სამაოდ ცნობილ ტრასაზე, Hockenheimring-ზე ჩატარდება, რომლის სიგრძეც 4.574 კმ-ია.


Беспилотник Audi RS7 отправляют в DTM



კომპანიის გეგმების მიუხედავად, არსებობს საშიშროება, რომ პილოტის გარეშე ავტომობილი არ დაუშვან რბოლაზე. საეჭვოა ის ფაქტიც, გაუძლებს თუ არა უპილოტო ავტომობილი 2 წუთის მანძილზე რბოლას, როდესაც მისი სიჩქარე 240 კმ/სთ-ს მიაღწევს?! შეგახსენებთ, რომ ამ ტრასაზე რეკორდი 1.33576 წუთია



კომპანიისათვის ეს პირველი შემთხვევა არაა, რადგან 2010 წელს კუპეს ტიპის მოდელმა TTS-მა Pike's Peak-ის სარბოლო ტრასაზე რეკრდი დაამყარა და 27 წუთში გაიარა. შედარებისათვის: 1996 წელს Rea Lentz-ის ტრასაზე Peter Helck-მა დაამყარა რეკორდი - 20 წუთი და 55.6 წამი. ახლა ახალი რეკორდი Sébastien Loeb-ს ეკუთვნის მაჩვენებლით - 8 წუთი და 13.878 წამი.









0
36
6-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0