x
image
worldsport.ge
შეშინებული ჰიდინკი

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიასთან სტუმრად წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ იმედგაცრუებული გახლდათ. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჩეხეთთან განცდილი მარცხის შემდეგ სწორედ ამ შედეგის ეშინოდა.
"ჩეხეთთან წაგებული მატჩის გამო, ასეთი შედეგის მეშინოდა - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ახლა უკვე გამარჯვებების სერია გვჭირდება. კრიტიკული მატჩი გამოგვივიდა. ისლანდიელი მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულები იყვნენ და ცნობილი ისლანდიელი ფეხბურთელები ალბათ ამბობენ, რომ მათ ქვეყანას საუკეთესო ნაკრები ახლა ჰყავს", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
გუს ჰიდინკის დამოძღვრილ ნაკრებს ევროშესარჩევში სამი ტურის შემდეგ აქტივში ერთი გამარჯვება აქვთ და A ჯგუფის ლიდერ ისლანდიას და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს 6 ქულით ჩამორჩება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0