x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
იცით თუ არა თქვენ, რომ.... ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ

იცით თუ არა თქვენ, რომ შუა საუკუნეების იტალიელმა ოსტატებმა აღმოაჩინეს, რომ ვიოლინოს სიმებისათვის იდეალურ მასალას ცხვრის ნაწლავები წარმოადგენდა. იმისათვის, რომ თავიანთი აღმოჩენა დაემალათ, ოსტატებმა დააგდეს ხმა, რომ საუკეთესო ხარისხის სიმები კატის ნაწლავებისაგან მზადდებოდა. ეს ფანდი საუკეთესოდ იყო მოფიქრებული: შუა საუკუნეეებში კატის მოკვლას ვერავინ ბედავდა, რადგან გავრცელებული მითის თანახმად, ამას ადამიანისათვის დიდი უბედურება მოჰქონდა.


image




იცით თუ არა თქვენ, რომ ცისფერ ვეშაპს - დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე დიდ ცხოველს, არ შეუძლია გრეიფრუტზე დიდი საგნის გადაყლაპვა. ეს იმიტომ, რომ ცისფერი ვეშაპის საყლაპავი მილი ძალიან ვიწროა. გარდა სხეულის ამ ნაწილისა, ძუძუმწოვარს სხეულის ყველა სხვა ნაწილი უზარმაზარი აქვს: მისი საშუალო სიგრძე 32 მეტრს აღწევს, რაც სამჯერ მეტია ოდესღაც დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი დინოზავრის ზომაზე, ხოლო წონა ერთად აღებული 2700 საშუალო წონის ადამიანის ტოლია. ცისფერი ვეშაპის ენა იწონის იმაზე მეტს, ვიდრე საშუალო ზომის სპილო, გული ოჯახური ავტომანქანის ზომისაა, ხოლო კუჭს შეუძლია დაიტიოს ერთ ტონამდე საკვები (ისე საინტერესოა, ასეთი პატარა საყლაპავი მილით როგორ ახერხებს ცისფერი ვეშაპი ამხელა კუჭის ამოვსებას?).


image



იცით თუ არა თქვენ, რომ ორთქლის მანქანა გამოიგონა ეგვიპტელმა ჰერონმა (მას მეორენაირად ალექსანდრიელ ჰერონსაც უწოდებენ) ტომას ნიუკმენის მიერ შექმნილ მანქანამდე (1711 წელი) 1600 წლით ადრე. ჰერონი მოღვაწეობდა ეგვიპტეში ჩვენი წელთაღრიცხვით 60-იან წლებში და იყო გეომეტრი და მათემატიკოსი. ის ასევე იყო დიდი გამომგონებელი, რომელმაც შექმნა "საჰაერო ბურთი" ანუ aleopile, რომელიც იყო პირველი მუშა ორთქლის მანქანა.


image



იცით თუ არა თქვენ, რომ ჯოვანი ჯაკომო კაზანოვა ( (1725 - 1798), ვინც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მექალთანედ და ავანტიურისტად ითვლება, აწარმოებდა დღიურს, სადაც დაწვრილებით აღწერდა თავის ყველა სასიყვარულო თავგადასავალს. მიუხედავად იმისა, რომ კაზანოვა თავისი საყვარლების ნამდვილ სახელებს არ ასახელებდა, დაწვრილებით აღწერდა თითოეული მათგანის ეროვნებას, წლოვანებას, საქმიანობის სფეროს, ოჯახურ მდგომარეობას, თვალების და თმების ფერს და ასე განსაჯეთ, "შეცდენის მანერას" და "სიყვარულით დაკავების პოზებსაც" კი. ეროვნების მიხედვით სიაში ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიელი ქალებია. მათი ასაკი 15-დან 20 წლამდე მერყეობდა, ხოლო საქმიანობის მიხედვით ისინი ძირითადად მოახლეები იყვნენ. სულ კაზანოვას 136 საყვარელი ჰყავდა.


image



იცით თუ არა თქვენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში დიდი რაოდენობით ჰომოსექსუალი პატიმარი ციხეებიდან არ გათავისუფლეს. ეს იმიტომ, რომ გერმანიაში ძალაში დარჩა სისხლის სამართლის 175-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი აკრძალული იყო. 1935 წელს ჰიტლერმა ეს მუხლი იმგვარად შეცვალა, რომ სისხლის სამართლის სასჯელით ისჯებოდა კოცნა, მოხვევნა და ფანტაზიაც კი ამ თემაზე. 1937-1939 წლებში ამ ბრალდებით ციხეში 25 000-მდე მამაკაცი მოხვდა, რომლებსაც დაუყონებლივ აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში. აქ ისინი იძულებული იყვნენ ტანსაცმელზე ეტარებინათ წითლად ამოქარგული ასო "A", რომ გამორჩეული ყოფილიყვნენ სხვა პატიმრებისაგან. მოგვიანებით ჰიტლერმა გასცა ბრძანება მათი სტერილიზაციის შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში კასტრაციას გულისხმობდა, ხოლო 1942 წელს ჰიტლერმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიდნენ.

ნაცისტური სისხლის სამართლის კანონის 175-ე მუხლი იყო ერთადერთი, რომელიც ძალაში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ის მხოლოდ 1969 წელს გააუქმეს.image

იცით თუ არა თქვენ, რომ ჩამოსასხმელი ნაყინი ოფიციალურად დააპატენტეს 1903 წლის 2 სექტემბერს.


image



იცით თუ არა თქვენ, რომ ზვიგენის გარდა კიდევ ბევრი სხვა ცხოველის კბილები ექვემდებარება განახლებას. ასე მაგალითად, ალიგატორს, რომელსაც 80 კბილი აქვს, როცა ძველი კბილები ემსხვრევა, ახლები ამოსდის ხოლმე, თან გაცილებით ძლიერი და წვეტიანი. სხვათაშორის, ალიგატორის და ნიანგის ერთმანეთისაგან გარჩევა ბევრს უჭირს. სწორედ კბილების მიხედვითაა შესაძლებელი ამ ორი რეპტილიის ერთმანეთისაგან გარჩევა: როცა ყბები შეკრული აქვთ, ნიანგს კბილები უჩანს, ხოლო ალიგატორს -არა.


image



იცით თუ არა თქვენ, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ინგლისში მიღებული კანონის მიხედვით აუცილებელი იყო ქვანახშირის შახტებში მოლაღურის ყოლა მავნე აირების აღმოსაჩენად. ამ ნამცეცა ჩიტებს ამ მიზნით იყენებდნენ 1986 წლამდე. საქმე იმაშია, რომ შახტში გამოყოფილი მავნე აირები, განსაკუთრებით კი მეთანი, ჩიტს კლავდა მანამ, სანამ აირის დოზა ადამიანისათვის მავნებელ ნიშნულს მიაღწევდა. მოლაღურს უპირატესობა იმიტომ მიენიჭა სხვა ფრინველებთან შედარებით, რომ ისინი ბევრს ჭიკჭიკებენ და შახტში დამდგარი სიჩუმე ადამიანებისთვის საფრთხის მიმანიშნებელი იყო.


image

2
2102
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2102
  
2014, 16 ოქტომბერი, 16:08
საწყალი იადონები......
0 1 2