x
image
natia.a
რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ემოციური ისტორია
imageერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, კომპანია Apple-ის ლოგოტიპად ჩაკბეჩილი ვაშლის არჩევა უკავშირდება გენიალურ მათემატიკოსს, ალან ტიურინგს (Alan Turing), რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში და კომპიუტერის შექმნაში.


ტიურინგი ჰომოსექსუალი იყო, რაც იმ დროს დიდ ბრიტანეთში კანონით იკრძალებოდა.


image
1954 წელს ტიურინგი მამათმავლობაში დაადანაშაულეს და გაასამართლეს. მას არჩევანი შესთავაზეს ორ განაჩენს შორის: ციხეში ჩაჯდომა ან ლიბიდოს ჩახშობა ქალის ჰორმონის, ესტროგენის შეყვანით, რაც, ფაქტიურად ქიმიურ კასტრაციას ნიშნავდა. მეცნიერმა მეორე გზა აირჩია.


ამ პროცესის თანმდევი ერთ-ერთი ეფექტი იყო ლიბიდოს კლება და მკერდის ზრდა. ამას გარდა, როგორც ყოფილმა მსჯავრდებულმა, მან დაკარგა სამუშაო და კრიპტოგრაფიის სფეროში მუშაობის უფლება.



ტიურინგმა მთელი წელი მარტოობაში გაატარა და ბოლოს, თავი მოიწამდა კალიუმის ციანიდით. ციანიდის ხსნარი მან ინექციით შეიყვანა ვაშლში, რომლის ჩაკბეჩის შედეგადაც გარდაიცვალა.


გარდაცვლილის გვერდით, მაგიდაზე სწორედ ჩაკბეჩილი ვაშლი იპოვეს...


2
2985
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2985
  
2017, 6 თებერვალი, 19:48
ვაიმეეე :)
2014, 20 ოქტომბერი, 21:22
საინტერესოა
0 1 2