x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Dell-ის შეცდომა ანუ როგორ წარმოიშვა ASUS-ი

imageთავის დროზე Dell-ის კომპიუტერებისთვის ე.წ. "დედა პლატები" ერთი-ერთ ტაივანურ კომპანიაში მზადდებოდა. ერთხელაც ამ პატარა კომპანიამ შესთავაზა Dell-ს კომპიუტერების მთლიანად აწყობა, რაზეც ცნობილი კომპანია მალევე დათანხმდა. მოგვიანებით ტაივანურმა კომპანიამ მიწოდებაც საკუთარ თავზე აიღო. Dell-ს ეს ყველაფერი აწყობდა: დანახარჯი ნაკლები იყო, მოგება- მეტი. Dell-ი ახლა მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა - ეს იყო ბრენდინგი - მთელ შავ სამუშაოს კი ტაივანელები ასრულებდნენ.


ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა მანამ, სანამ ერთხელაც, აშს-ში მორიგი ჩამოსვლისას, ტაივანური კომპანიის მენეჯერებმა BestBuy-ს მაღაზიათა ქსელის ოფისში შეიარეს. მაღაზიას მათ ამჯერად შესთავაზეს საკუთარი წარმოების კომპიუტერები, რომლებიც Dell-ის კომპიუტერებს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, ფასი კი საგრძნობლად დაბალი ჰქონდა.


ჰო, მართლა, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ამ ტაივანური კომპანიის სახელი იყო ASUS...

0
170
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0