x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სნაიპერული ბრძოლის მეთოდები
imageსნაიპერული ბრძოლა ფართოდ

გავნითარებული ხელოვნებაა,

რომელიც ფიზიკურ კონტროლის

უნართან ერთად მოითხოვს


ბალისტიკის კანონების მყარ ცოდნას,

მათ შორის ზუსტ სროლაში

ვარჯიშის პირველი ეტაპია სწორი

საცეცხლე პოზიციის შერჩევა, შაშხანის

ქვედა მხარე თითქმის ყოველთვის

უნდა ეყრდნობოდეს მყარ ზედაპირს

მორს მაგიდას ხის მსხვილ ტოტს და

სხვა. ბევრი სნაიპერი ამ მიზეზით გარშემო იწყობს ქვიშის პატარა ტომრებს, სროლისას სნაიპერს მსროლელი ხელით უნდა ეკავოს კონდახის წინა

ვიწრო ნაწილი, ხოლო საჩვენებელი თითი უნდა ედოს სასხლეტზე,

მაგრამ არ ეხებოდეს კონდახის სხვა ნაწილს, თუ ის შეეხება კონდახის სხვა რომელიმე ნაწილს ამან შეიძლება დაარღვიოს იარაღის ბალანსი,

სასხლეტის გამოკვრისას, მეორე ხელი ჩვეულებრივ შაშხანის კონდახის

ქვეშ იდება და მსროლელ ხელს იდაყვის შიდა მხრიდან ეხმარება,

ამგვარად წარმოიქმნება ერთგვარი პლატფორმა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს შაშხანის კონდახი, კონდახი მჭიდროდ უნდა იყოს მიბჯენილი მხარზე, ამისათვის იარაღის კონდახზე მაგრდება სპეციალური

ბალიში, რომელიც ამცირებს შაშხანაზე პულსაციისა და სუნთქვის

ზემოქმედებას, იდაყვები უნდა დაიდოს რაც შეიძლება მოხერხებულად

და როგორც წესი უნდა ეყრდნობოდეს რბილ მაგრამ მყარ სადგამს,

ლოყა ებჯინება კონდახს ამასთან სასურველია რომ სროლის

მდგომარეობის მიუხედავად ლოყის მდგომარეობა უცვლელი დარჩეს,

რადგან მისი ცვალებადობა იმოქმედებს სამიზნის ვიზირებაზე,

ჯარისკაცმა ისეთი პოზიცია უნდა შეირჩიოს რომ არ იგრძნოს

სხეულის დაძაბულობა, დაძაბვა იწვევს კუნთების ცახცახს და გაძნელებულ სუნთქვას, რაც თავის მხრივ იწვევს ლულის წრიულ რხევას

დამიზნების დროს, ჯარისკაცი უნდა ეცადოს რომ სრულიად

დაეყრდნოს თავის სხეულს და არა ტანის ცალკეულ გამოკვეთილ

ნაწილს, და ბოლოს, მსროლელი ცალი თვალით ოპტიკურ სამიზნეში უნდა იყურებოდეს და ცდილობდეს სამიზნე ხაზის საუკეთესო

მდგომარეობის მიღებას, თანაც თვალი სამიზნიდა ისეთ მანძიზე

უნდა შეინარჩუნოს რომ არ დაუზიანდეს იარაღის უკუქმედების დროს.

მოხერხებული მდგომარეობისა და შესაბამისი პოზიციის დაკავების შემდეგ, სნაიპერმა სამიზნის ჯვარი(ოპტიკურ სამიზნესი არსებული

ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის ადგილი)

უნდა დაუმიზნოს მიზანს, ადამიანზე დამიზნების დროს სამიზნე

ადგილი არის ტორსი, რადგან ის სასიცოცხლო ორგანოების

დაზიანების ყველაზე დიდ შესაძლებლობას იძლევა, თავი სასურველი

ადგილია დასამიზნებლად მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა

აქვს დისტანციას, მსროლელმა არ უნდა სცადოს თავის დაზიანება

300-400მ-ზე შორი მანძილიდან, თავში სროლა რეკომენდებულია

ქალაქში წარმოებული ბრძოლების დროს, მცირე მანძილებიდან.

სროლამდე სნაიპერმა ორჯერ ხანგრძლივად ღრმად უნდა

ჩაისუნთქოს, რათა მთლიანად შეივსოს სისხლი ჟანგბადით, ამის

გარეშე კუნთების დაძაბული ექნება და მათი ცახცახი შაშხანას

გადაეცემა, დამიზნებაში ხელების გარდა მონაწილეობს

მსროლელის მთელი სხეული, სამიზნე ხაზის მიმართ სხეულის

გასწორება შაშხანას უფრო ბუნებრივ მდგომარეობაში აყენებს,

შემდეგ ჯარისკაცმა კიდევ ღრმად უნდა ჩაისუნთქოს ძალიან ნელა

ამოისუნთქოს და სუნთქვა 8-10 წამის განმავლობაში შეაჩეროს,

სუნთქვის შეკვრის მომენტისათვის მისი სხეული ბოლომდე

მშვიდდება და ეს სწორედ ის მომენტია როცა სნაიპერი ბოლომდე

ამოიღებს მიზანში ობიექტს და ხელს აჭერს სასხლეტს, სამიზნე

ბადის მიზანზე გასწორებისთანავე მსროლელი სასხლეტს ბოლომდე

გამოკრავს თითს და ისვრის. იმ შემთხვევაში თუ სნაიპერი სუნთქვას

უფრო ხანგრძლივად შეაჩერებს სისხლში ჟანგბადი გამოილევა და

ცახცახი განახლდება, გასროლის საწარმოებლად სნაიპერს შეუძლია

მიიღოს რამდენიმე საბრძოლო პოზიციიდან ერთ ერთი, მისთვის

უფრო მოსახერხებელი მდგომარეობა, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია რომ ჩვეულებრივ ადგილმდებარეობა ზღუდავს მის

შესაძლებლობებს, სნაიპერს შეუძლია გასროლა მოახდინოს წოლელა,

დგომელა, ჩოქელა ან ნებისმიერ სხვა მდგომარეობიდან, მთავარია

ის უზრუნველყოფდეს მყარ და სტაბილურ საყრდენ იარაღისა და სხეულისათვის, თუ მსროლელი დგას ხის სიახლოვეს ან მიყრდნობილია

მასზე, მას შეუძლია ხის გარშემო შემოახვიოს თოკი და იარაღი მასში

გაუყაროს.

0
143
9-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს ედიშერაშვილი
ქართლოს ედიშერაშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0