x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რისთვის გადასცეს პატრიკ მოდიანოს 2014 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში
imageლიტერატურაში 2014 წლის ნობელის პრემიის მფლობელი უკვე მეთხუთმეტეჯერ გახდა ფრანგი და ამჯერად ეს პატრიკ მოდიანოა. 9 ოქტომბერს გამომცემლობა "გალიმარში" გამართულ პრესკონფერენციაზე მწერალი პრემიის მიღებით აღელვებული და იმავდროულად გაკვირვებულიც ჩანდა: "საკუთარი ნაწარმოებების მკითხველი ბოლომდე ვერასოდეს იქნები, ამიტომ მაინტერესებს როგორ ახსნეს ეს გადაწყვეტილება, რა მიზეზით შემარჩიეს მაინცდამაინც მე."


თავმდაბალმა ნობელიანტმა, რომელიც არ არის შეჩვეული საჯარო გამოსვლებს, ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ცოტა არ იყოს არარეალურად" აღიქვამს ამ ჯილდოს მიღებას: "რაღაც გაორების მსგავსი მოხდა ვიღაცასთან, ვისაც ჩემი სახელი და გვარი აქვს (...) ეს ყველაფერი ცოტა აბსტრაქტულივით იყო".


პატრიკ მოდიანო მე-15 ფრანგია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. "ცოტა არარეალურად მეჩვენება იმ ხალხის გვერდით აღმოჩენა, ვისაც ვეთაყვანებოდი".


მოდიანომ განაცხადა, რომ ამ პრემიას თავის შვედური წარმოშობის შვილიშვილს უძღვნის.



ნობლის კომიტეტი კი თავისი გადაწყვეტილების მიზეზად შემდეგს ასახელებს: "მოგონების ხელოვნება, რომლის წყალობით მან წარმოაჩინა გერმანული ოკუპაციის დროინდელი ყველაზე მიუწვდომელი და დაფარული ადამიანური ბედისწერები და შინაგანი სამყარო"


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0