x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"არქიტექტურული ოსკარი-2014" – მსოფლიოს საუკეთესო შენობები
ოქტომბრის დასაწყისში სინგაპურში გაიმართა მსოფლიო არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი. 30-ზე მეტმა შენობამ და პროექტმა მიიღო პრიზები ინოვაციური პროექტებისათვის. მათ შორის არის შენობები, რომლებიც უკვე არსებობს და ისეთებიც, რომლებიც აშენების პროცესშია ან ჯერჯერობით მათი მხოლოდ პროექტები არსებობს.

დღევანდელ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ამ ფესტივალის გამარჯვებულები. ამასათანავე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეადაროთ როგორც რეალური პროექტები, ასევე ახლო მომავლის შენობები ორიგინალური და უცნაური დიზაინით.



1. წლის შენობა


წლის შენობად აღიარეს ქალქ ხოშიმინის (ვიეტნამი) გარეუბანში მდებარე სამრეკლოს შენობა. ერთი შეხედვით ამ შენობას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს: მასში გაიხსნა ახალგაზრდული ცენტრი-აქ ჩატარდება სხვადასხვა კონფერენციები, გასართობი საღამოები, კონკურსები, გაიმართება ქორწილები და სხვა ღონისძიებები. შენობის პარამეტრებია 20/10 მეტრზე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ მცირე ფართობის პირობებში როგორ კომპაქტურად შეიძლება შენობის პროექტირება მასალის მინიმალური დანახარჯებით.



image


2. ოფისის საუკეთესო შენობა


რეალობა: ის წარმოადგენს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში არსებულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის 42-სართულიანი მინის შენობა. აქ მოთავსებულია ოფოსები, 5 რესტორანი, კაფეები, ბარი და მოდური ბუტიკები.


image


მომავალი: აი ასეთი საოფისე ცენტრის აშენება იგეგმება აშხამაბადში, ინდოეთი.


image



3.საუკეთესო ხედი


შეხედვისთანავე ცხადია, ოკლენდში(ახალი ზელანდია) მდებარე ამ შენობამ რატომ მიიღო სახელწოდება "მოსასხამი"


image


4. საუკეთესო საცხოვრებელი სახლი


მრავალკვარტალიანი კომპლექსი ოსლოში, სადაც სართულებს შორის ტერასები იქნებ განთავსებული. პროექტის მიხედვით, ტერასები და მცენარეები უნდა შეადგენდნენ კომპლექსის ფუნდამენტის 50%-ს.


image



5. საუკეთესო შოპინგი


რეალობა: ქალაქ ბოდრუმში (თურქეთი)

სანაპიროზე მდებარე სავაჭრო კომპლექსი.


image


მომავალი: აი ასეთი იქნება მომავლის კომერციული შენობა ირანის ქალაქ ისპაჰანში.


image



6. საუკეთესო სპორტული კოპმპლექსი


სინგაპურის სპორტული ცენტრი, რომელიც აააშენეს ძველი ეროვნული სტადიონის ადგილზე.


image



7. აუკეთესო შენობა კატეგორიაში "სასტუმროები და დასვენება"


რეალობა: რესტორანი Son La Complex ვიეტნამში, ქალაქ შონლაში


image


მომავალი: "სასტუმრო-მუზეუმი", რომელიც თურქეთში, ქალაქ ანტალიაში აშენდება.


image


8.საუკეთესო ნაგებობა ტრანსპორტის დარგში


გასაშლელი ხიდი Scale Lane Bridge ინგლისში, ქალაქ ჰალში. გახსნის დროს ხიდი ზემოთ კი არ იწევა, არამედ იქეთ-აქეთ. ადამიანებს შეუძლიათ მასზე დარჩენა ამ დროს და მათ საშუალება აქვთ დატკბნენ ულამაზესი ხედებით.


image


9. საუკეთესო ვილა


Dune House (დიუნების სახლი), რომელიც ახალი ზელანდიის ჩრდილოეთში მდებარეობს.


image


10.საცხოვრებელი სახლი


რეალობა:"სახლი ხეებზე"-ვიეტნამში, ქალაქ ხოშიმინის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში.


image


მომავალი: პროექტი "ზეთისხილის ბაღი" რაიონებისათვის, სადაც გავრცელებულია მევენახეობა.


image


11. საუკეთესო სკოლა


რეალობა: ჩობხემის აკადემია სტრადფორდში, ინგლისი


image


მომავალი: "ტექნიკური კორპუსი" ვიეტნამში, ქალაქ ჰანოიში მდებარე ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა.


image



12. წლის "მომავლის პროექტი"


"ხელოვნების გალერეა"-კანადელი არქიტექტორების პროექტი


image


13. მომავლის საუკეთესო ექსპერიმენტალური პროექტი


"ზეციური ფერმა", მილანი, იტალია


image

0
241
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0