x
image
beko777
„ერთმა ბიჭმა დედაბერი მოიყვანა ცოლად და როცა ის გარდაიცვალა, მთელი ქონება ბიჭს დარჩა”
„ერთმა ბიჭმა დედაბერი მოიყვანა ცოლად და როცა ის გარდაიცვალა, მთელი ქონება ბიჭს დარჩა” - ცხოვრებისეული ანეკდოტი


imageქმარი დედაბერთან გაიქცა
„მაქვს უდიდესი პრობლემა, მაგრამ არ ვიცი, რა წყალში გადავარდე. ვისაც ჩემი უბედურების შესახებ ვუყვები – ყველა გაკვირვებული რჩება, მხრებს იჩეჩავენ და ვერაფერი გაუგიათ. მე თვითონ კი ისეთ შოკში ვარ ჩავარდნილი, რომ აღარც ვიცი, როგორ შევძლებ ცხოვრებას.
ვარ ოცდასამი წლის, ქმარი ნიკო ოცდაათის. ვცხოვრობდით ჩვენთვის“ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად, მაგრამ არც სხვებზე უარესად ვიყავით. თუ წავკინკლავდებოდით, ერთმანეთზე ცხვირჩამოშვებულები დიდხანს არ ვიყავით. ბავშვი გვინდოდა, მაგრამ რაღაც არ გამოგვდიოდა. გულს მაინც არ ვიტეხდი. ვფიქრობდი, წინ კიდევ ბევრი დრო გვქონდა.


სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არც ისე მოზრდილი ქალაქია, აქ რამის დამალვა ძალზე ძნელია. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი ქმარი ვიღაც ქალთან ერთად დაინახა, მერე სხვამაც იგივე თქვა... მართალია, ორივე მეუბნებოდა არ მენერვიულა: ეს ქალი გაცილებით ასაკოვანი ჩანდა ჩემს ქმართან შედარებით, ასე რომ, არანაირ რომანზე არ შეიძლებოდა საუბარი. ალბათ, რამე სამსახურთან დაკავშირებით თუ იყოთ-მეთქი, ვიფიქრე...
ყველაფერი ერთი თვის წინ გაირკვა. როცა ქმარმა მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა ჩემთან, მაშინვე გულში გამკრა და მივხვდი ყველაფერს. სხვა ქალთან მივდივარო, შემიყვარდაო და მასთან უფრო კარგად ვგრძნობო თავს. პირდაპირ დავუღრიალე: იმ დედაბერთან? მან კი მშვიდად მიპასუხა: „რატომაა დედაბერი, მხოლოდ ორმოცდათერთმეტისაა”.
imageვუყვირე: „დედად გერგება, უკვე კბილები სცვივა და მალე სუდნოს მიტანა დაგჭირდება”, – კიდევ ამგვარი ფრაზები მას მხოლოდ ეცინებოდა, მერე კი მითხრა: „იგი ასჯერ უფრო მეტად ქალია, ვიდრე შენ”. ამ ფრაზამ უბრალოდ წამშალა.
ქმარი წავიდა, მე კი იმ დედაბერზე დავიწყე ამბების გამოკითხვა. ქვრივი, პედაგოგი, ბინა ერთოთახიანი . მისი შვილი ბიჭი, რომელიც ოცდარვა წლისაა, ცალკე ცხოვრობს. თითქმის ჩემი ყოფილი მეუღლის თანატოლია.


მე კი გულში ჩამრჩა ქმრის სიტყვები. რომ ის ასჯერ უფრო მეტად ქალია, ვიდრე მე რა ჰქონდა მხედველობაში? დიასახლისობა? მეც ხომ ვურეცხავდი, ვუვლიდი, ვაჭმევდი. ლოგინი? მე ხომ იმ გადაბეხრიკებულს ალბათ ყველაფერში დავჯაბნი. ან იქნებ მის წლებში შემონახული ახალგაზრდული სხეული, გლუვი კანი? ან იქნებ კიდევ რაიმე? ხომ ვერ მიპასუხებდით, მითუმეტეს, რომ არავინ იცის მსგავსი „სიურპრიზი” სად არის მიმალული. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის მომენტი მაქვს და მეტი არაფერი”. ქეთინო



imageსოციოლოგის აზრი – როცა ახალგაზრდა ცხოვრებას გაცილებით ასაკოვან ადამიანს უკავშირებს, ეს ყოველთვის ერთგვარი გარიგებაა. ორივე მხარე მზადაა ერთმანეთს ის გაუყონ, რაც გააჩნიათ. ასაკოვანი აძლევს უკვე მიღწეულ მატერიალურ კეთილდღეობას, ადგილს ცხოვრებაში, კავშირურთიერთობებს, გამოცდილებას. ახალგაზრდა კი სინორჩეს, სიჯანსაღეს, სილამაზეს, სექსუალურ მგზნებარებას. ასეთი ანგარება არ უნდა განიხილებოდეს შეგნებულად თუ შეუგნებლად, როგორც რაღაც ნეგატიური. მითუმეტეს თუ იგი ორმხრივი თანხმობით პატივისცემით და კომფორტითაა გაჯერებული.
აღწერილ შემთხვევაში განსჯის საგანი მხოლოდ პარტნიორთა სქესი შეიძლება გახდეს. ახალგაზრდა გოგონები ჩვეულებრივ მიჰყვებიან ცოლად ასაკოვან სოლიდურ მამაკაცებს, მაგრამ საზოგადოება ამას უკვე შეეგუა.


imageფსიქოლოგის აზრი: – მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ნიკო ე.წ. დედაბერთან წავიდა, თვით წერილიდან ჩანს. დააკვირდით, რას წერს ავტორი: აქაოდა, დიასახლისობას ვეწეოდითო, ლოგინშიც დაჯაბნის მას, მითუმეტეს რომ სიცოცხლით სავსე სხეული აქვს. მხოლოდ ერთის შესახებ არ ახსენებს იგი, სულიერ კონტაქტზე, ურთიერთობაზე. ეს მომენტი ქეთინოსთვის არ არის განმსაზღვრელი, არადა ქორწინებაში ეს ხომ არცთუ ნაკლებადმნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ „დედაბერთან” ნიკომ იმას მიაგნო, რასაც ცოლთან ურთიერთობაში ვერ ახერხებდა. ეს საკმაო და დამახასიათებელი სიტუაციაა. მრავალი ახალგაზრდა მამაკაცი თავისზე უფროს ქალებთან სწორედ ხსენებული მიზეზით მიიწევენ. რატომ ჰპოვებენ „დედაბრებთან” ისინი ასეთ ფსიქოლოგიურ კომფორტს?
imageმოწიფულ ქალში უფრო ძლიერ არის დედობრივი ინსტინქტი განვითარებული. იგი მამაკაცზე ბავშვივით ზრუნავს, მუდამ ყურადღებით და ალერსით ეპყრობა. მამაკაციც მშვიდდება, იცის რა, რომ ნაკლებსავარაუდოა ასეთმა ქალმა უღალატოს და მიატოვოს. ასაკოვან ქალს ნაკლებად აღელვებს მეუღლის მატერიალური მდგომარეობა მას სულ სხვანაირი მოთხოვნები აქვს, ვიდრე ახალგაზრდა გოგონებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ასეთ ქალს პერსპექტივები არ სჭირდება, იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხარობს. მისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დაისის დროს ღრუბლებს მიღმა გამოტყორცნილი მზის სხივივით მოვლენაა და იგი ყველაფერს გაიღებს, რათა ამ სხივმა დიდხანს ანათოს, რათა „ასჯერ უფრო სასურველი” იყოს, ვიდრე ახალგაზრდები.


სექსოპათოლოგის აზრი – თანამედროვე საზოგადოება ისე ელვისისწრაფით სწრაფად იცვლება, როგორც არასოდეს. სექსუალურ ასპექტში, ემანსიპაციის წყალობით, ქალებს აღარ ერიდებათ საკუთარი სურვილების გამოვლენა. აშკარაა, რომ მოწიფული ქალები უფრო გამოცდილნი არიან. საჭირო აღარ არის მათი ზედმეტად „შებმა”, ისინი სიყვარულის აქტის დროსაც არ არიან კაპრიზულები. მათ ლოგინში ისეთი რაღაცეების კეთება ძალუძთ, რასაც ზოგიერთი გოგონები ცხოვრებაში ვერ მოიფიქრებენ. ისინი მეტად ინიციატიურნი და მგზნებარენი არიან. ხშირად მათ უკვე აღარ აშინებთ ინტიმური კავშირის შესაძლო შედეგები.


imageგარდა ამისა, მიჩნეულია, რომ ნორჩ პარტნიორთან ცხოვრება აახალგაზრდავებს. ალბათ ამიტომ იყო, რომ ჩინეთის იმპერატორები მრავალრიცხოვანი ცოლებით და ხარჭებით მხოლოდ მანამდე ტკბებოდნენ, სანამ 19 წელი შეუსრულდებოდათ, მერე კი როგორც „საპატიო პენსიაზე” სხვებზე ათხოვებდნენ.
არც ოიდიპოს კომპლექსია გამოსარიცხი. ბიჭები ზოგჯერ ქალის იდეალურ ხატოვნებას დედის ეტალონიდან ჰქმნიან. ისინი გაუცნობიერებლად ადარებენ ყველა გოგონას იდეალთან და ვერც ერთი ვერ მიესადაგება მას თუნდაც ასაკის გამო. ამიტომ „მეორე დედის” ასეთ ძიებას ხშირად ლოგიკურად მიჰყავთ მოწიფული ქალის მკლავებში. ზოგჯერ გაუცნობიერებლად ჭაბუკი ეძებს არა ქალს, არამედ მფარველს, დამცველს. როგორც ფროიდიდან დაწყებული, მრავალმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ქცევის ასეთი მოდელი მეტნაკლებად ყველა მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი.

1
820
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
820
  
2014, 9 ოქტომბერი, 23:13
ყველაზე ხშირი მიზეზი რის გამოც კაცები ქალებს ტოვებენ და პირიქით არის ინტიმური შეუთავსებლობა.სხვებთან და მითუმეტეს დედის ტოლ ქალებთან სირბილს ცოლს დალაპარაკებოდა და მისთვის ეთქვა რა მოსწონდა,რა არ მოსწონდა,რა უნდოდა ან არ უნდოდა და იქნებ დალაგებულიყო ყველაფერი მაგრამ აქ სხვა მიზეზიც იყო ალბათ...
0 1 1