x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ტკბილეულის პორტრეტებში გაერთიანებული ხელოვნება და ბედნიერება

დიდი ხანია დავრწმუნდით იმაში, რომ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსა და წარმოსახვის უნარს საზღვარი არ აქვს. ამის უამრავი მაგალითია ფაქტი და დღითიდღე კვლავ ვრწმუნდებით, თუმცა დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ცნობილი ადამიანების პორტრეტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტკბილეულისგან იქმნება, ძალიან გაგაოცებთ.


მხატვარი ფლორიდიდან Christian Ramos-ი ათასობით ტკბილეულს ანიჭებს სულ სხვა მნიშვნელობას და ქმნის გასაოცარ პორტრეტებს ცნობილებისას. 32 წლის მხატვარი დაიბადა მექსიკაში, გატაცებულია საყვარელი პროფესიით ძალიან ადრეული ასაკიდან, თუმცა ზემო აღნიშნული პორტრეტების ხატვის იდეა 4 წლის წინ მოუვიდა მაშინ, როდესაც სეირნობდა პარკში და შეესწრო მამა-შვილის შემდეგ ურთიერთობას:- პატარა ბიჭუნა ძირს დაეცა შემთხვევით, რაზეც ატირდა, თუმცა მამამ ლამაზი კანფეტი უყიდა, გახარებულ პატარას კი გადაავიწყდა ტირილი. ამ სურათის დამნახველმა მხატვარმა გაიფიქრა, თუ რაოდენ სასიხარულოა კანფეტი პატარებისთვის, თუმცა როგორც პროფესიონალი ხატვაში, სულ სხვა მიმართულება მისცა და დაიწყო ამ ლამაზი და გემრიელი სასუსნავით გასაოცარი პორტრეტების შექმნა. მასალად კი თითო პორტრეტზე იყენებს 5000 ელემენტად ყველა სახის კანფეტს, ჟელე-ბონს, საღეჭ რეზინს, მარმელადს და სხვას. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ რამოსმა გააერთიანა ხელოვნება და ბედნიერება, რომელმაც ძალიან მალე დიდი მოწონება და პოპულარობა ჰპოვა. მხატვარი არ იყენებს საღებავს და ძირითადად ქმნის ისეთი ცნობილების პორტრეტებს, როგორებიც არიან Marilyn Monroe, Beyonce, Lady Gaga, Nicki Minaj და Michael Jackson-ი.


ახლა გთავაზობთ ამ გასაოცარ შედევრებს:


imageimageimageimage
image


0
37
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0