x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სნაიპერული საბრძოლო იარაღები
imageქვეითების უმეტესობა აღჭურვილია

მოიერიშე შაშხანით, რომლის ზუსტი

სროლის მანძილი 400 მეტრამდე

მერყეობს. სნაიპერს უნდა შეეძლოს


800მეტრზე უფრო შორს სროლა,

ამისათვის მას სჭირდება ისეთი

იარაღი და საბრძოლო მასალა რომელიც ზუსტად იმოქმედებს შორ მანძილზე, თუმცა აქვე უნდა

აღინიშნოს რომ ბევრი სნაიპერი იყენებდა ჩვეულებრივ იარაღს, სიმო

ჰეიჰე ხმარობდა "მოსინაგანის" 28-ე მოდელს, რომელსაც ჰქონდა ჩვეულებრივი რკინის სამიზნეები, ხოლო ბრიტანეთის სნაიპერების

უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის დროს და 1960 წლამდეც იყენებდა

სტანდარტულ ლი-ენფილდის ტიპის შაშხანას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სნაიპერული შაშხანები საგძნობლად დაიხვეწა და უფრო

სპეციალიზებულ სქელლულიან იარაღად გარდაიქმნა, რომელშიც

გამოიყენება 7, 62 მმ-იანი და უფრო დიდი კალიბრის ტყვიები.

დამიზნება ყოველთვის ხდება ოპტიკური სამიზნის ან მსგავსი

ტიპის გამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით, (იშვიათად რკინის სამიზნეებით ) შაშხანის მოყვანილობა მოსახერხებელი უნდა იყოს

მსროლელისათვის, (როგორც წესი შესაძლებელია მისი კონდახის

რეგურილება ან მთელი შაშხანა მზადდება მსროლელის ინდივიდუალური შეკვეთით )სნაიპერები ტრადიციულად მექანიკური და არა ავტომატურსაკეტიან შაშხანებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან თვითდატენის შედეგად ტყვია ნაკლები სიზუსტით თავსდება სავაზნეში, რაც აუარესებს გასროლის სიზუსტეს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ისრაელის წარმოების "გალილის" სნაიპერული შაშხანა და რუსული დრაგუნოვის სვდ ავტომატურია და მიუხედავად ამისა ორივე მათგანი 800 მეტრამდე და უფრო შორ მანძილზეც ინარჩუნებს მოქმედების სიზუსტესა და ეფექტურობას.

სნაიპერული შაშხანის ლულა ჩვეულებრივი შაშხანის ლულაზე

უფრო მძიმე და სქელია, დამატებითი წონა და მოცულობა ლულას უფრო გამძლეს ხდის სროლის დროს გახურებისა და გარემოს ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით სტანდარტული შაშხანის ლულაზე, ის ვერ უძლებს აღნიშნულ პირობებს და იცვლის ფორმას, სნაიპერული შაშხანის ტყვია უფრო კარგი ხარისხისაა, ვიდრე სტანდარტული შაშხანისა, მას აქვს პირველი კლასის აეროდინამიკური თვისებები, მყარად თავსდება ლულაში და გამოირჩევა შორ მანძილზე მოქმედების სიზუსტითა და ძლიერი დამამიზნებელი ეფექტით, აშშ-ის ჯარში სნაიპერები იყენებენ სპეციალურ 7, 62 მმ-იან სფერული ფორმის ტყვიას, მას აქვს ფოლადის გარსში მოთავსებული ტყვიის გული, ტყვიის სრული წონა არის 173 გრანი (11, 21 გრამი ) ქვებგერით სიჩქარეზე დასვლის მომენტში აეროდინამიკური წინაღობის შესამცირებლად ტყვიას აქვს ცილინდრული ფორმა და მისი უკანა ნაწილი ვიწროვდება, საყრდენზე დამაგრებული სნაიპერული შაშხანიდან 550 მეტრის სიშორეზე ათი მ118 ტყვიის სროლისას მათი (ტყვიების) დაჯგუფება 30 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრისა იყო(აშშ-ის არმიის ფმ23-10 სახელმძღვანელოს მონაცემებით). სნაპერულ შაშხანებზე ჩვეულებრივ ამაგრებენ ოპტიკურ სამიზნეებს, ზოგ სამიზნეს აქვს ჩვეულებრივ განათების გაუმჯობესებისა და გამოსახულების გადიდების თვისება, შაშხანებზე შესაძლებელია შედარებით დიდი ღამის ხედვის სამიზნეების დამაგრებაც, მაგრამ ხშირად მათი სიდიდე არღვევს იარაღის ბალანსს, მსროლელმა სამიზნეების ნულოვანი ხაზი და დანადგარები იარაღის შესაძლებლობების მიხედვით უნდა გაასწოროს, თუმცა 600მეტრი არის სტანდარტული მანძილი, საიდანაც სნაიპერს უნდა შეეძლოს პირველივე გასროლით ობიეტის მწობრიდან გამოყვანა, უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღები მაგალითად როგორიცაა (12, 7მმ) ბერეტა მ82ა1 აღიჭურვება 2000მ მანძილამდე მოქმედი სამიზნეებით, სნაიპერები იშვიათად ისვრიან ასეთი მანძილიდან, თუმცა სპარსეთის ყურის ომის დროს ბერეტით შეიარაღებულმა ამერიკელმა სნაიპერმა 1800 მ დისტანციიდან მიკლა ერაყელი კაპიტანი, ბერეტითვე დახოცეს ბრიტანელი ჯარისკაცები 1980 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში, არმაგის საგრაფოს საზღვრისპირა ზონაში მომხდარი თავდასხმისას, აღმოჩნდა რომ სნაიპერის საცეცხლე პოზიცია საკმაოდ შორს (საზღვრის მეორე მხარეს) ირლანდიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სნაიპერული შაშხანისთვის კარგ სამიზნედ ითვლება ის ოპტიკა რომელის გასწორებაც ადვილია მანძილის, ქარის სიჩქარის, გამოსახულების სიმკვეთრისა და ამაღლების კუთხის მიხედვით. სამიზნის სამაგრები ისეთივე კარგი უნდა იყოს როგორც თვითონ სამიზნე, მ3ა სამიზნით აღჭურვილ მ24 სნაიპერულ შაშხანაზე (აშშ-ის არმიის სტანდარტული იარაღი) სნაიპერს შეუძლია მოხსნას და შეცვალოს ოპტიკა ისე რომ კორის დანადგარების ცდომილება არ აღემატებოდეს ნახევარ წუთს.

სნაიპერი მუდმივად უნდა ვარჯიშობდეს მხოლოდ თავისი შაშხანით და არ ხმარობდეს სხვა იარაღს, შაშხანა ტექნიკურად კარგად უნდა იყოს გამართული, სამიზნეები გასწორებული და გამზადებული მოხმარებისთვის, ოპტიკური მინა სუფთა და დაუხაზავი, ლულა და სავაზნე რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს, რათა არ გაჩნდეს ნადები (მუხტის აფეთქების შედეგად) რომელიც იწვევს კოროზიას, საკეტი კარგად უნდა იყოს გაწმენდილი და ოდნავ გაპოხილი, შაშხანა უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე და დაცული იყოს ნესტისა და წყლისგან, საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სუფთა და მშრალ ადგილზე, ხოლო მჭიდის ზამბარა დაცლილი უნდა იყოს ვაზნებისგან (როდესაც ის არის ექსპლოატაციაში).

7
414
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქართლოს ედიშერაშვილი
ქართლოს ედიშერაშვილი
414
  
2014, 6 ნოემბერი, 18:20
მე მაგ საიტზე ვარ უკვე დიდი ხანია.:))
2014, 6 ნოემბერი, 15:32
თქვენც ნახეთ ეს
2014, 6 ნოემბერი, 15:32
http://forum.ge/?showtopic=34582615
2014, 6 ნოემბერი, 10:31
ბატონო ქართლოს აი ამ საიტზე შემოდით და იქ გაერკვევით ყველაფერში http://forum.guns.ge
2014, 6 ნოემბერი, 0:35
არა, არსებობს მოსინ-ნაგანის კარაბინი, არა მოსინის კარაბინი, არა ნაგანის კარაბინი არამედ მოსინ-ნაგანის კარაბინი, აქვე რომ შემეძლოს ფოტოსაც ავტვირთავდი.
2014, 5 ნოემბერი, 23:57
მოსინნაგანი რა იარაღია გამაგებინეთ რა.მოსინის სისტემის კარაბინი სხვაა და ნაგანი კიდევ სულ სხვა.:)))))))
0 1 7