x
image
cxvedo
ახალი მსოფლიო რეკორდი 1/4 მილზე
სულ ცოტა ხნის წინ დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი დრაგში (1/4 მილი). რეკორდი დამყარდა Nissan GT-R R35-ით და ეს გახლდათ 7.700 წმ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე - 300 კმ/სთ-ში განვითარდა.


New 1/4 mile world record among Nissan GT-R R35 cars


როგორც სისწრაფისა და Nissan GT-R R35-ის მოყვარულებს მოეხსენებათ პირველი სუპერ-ტუნინგი ტუნინგ-კომპანია AMS-მა გააკეთა. ამ მოდელს საამაყო სახელი - Alpha Omega ეწოდა. მოდელის მიერ დამყარებულ იქნა მსოფლიო რეკორდი, რომლის დროსაც ნაჩვენები შედეგი ასეთი იყო: 7.98 წმ და 300 კმ/სთ-ში. აღნიშნულ ავტომობილს ნახშირბადის ელემენტების დახმარებით შეუმსუბუქეს წონა, დახვეწეს ძრავი, სავალი ნაწილები და...


New 1/4 mile world record among Nissan GT-R R35 cars



ამ შედეგის შემდეგ გამძაფრდა კონკურენცია და ტუნინგ-კომპანია ETS-ის (Extreme Turbo Systems) მიერ გაძლიერებულმა Nissan GT-R R35-მა ახალი რეკორდი დაამყარა (იხილეთ სტატია: http://im.ge/სტატია/53735).


New 1/4 mile world record among Nissan GT-R R35 cars


და აი, 2014 წლის 7 ოქტომბერს გამართულ დრაგზე Nissan GT-R R35 Alpha Omega-მ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და უკან მოიტოვა კონკურენტები. სხვათა შორის, კომპანია AMS-ის განცხადებით მათი ავტომობილის ძრავს 2000 ცხენისძალის ტოლი სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია და სხვა რეკორდიც დაამყარეს, კერძოდ: 306 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ ქვეყნდება.






0
70
4-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0