x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ერთ წლამდე გოჭების დაკვლა იკრძალება"–ვასილ მაღლაფერიძე

image"ერთ წლამდე გოჭების დაკვლა იკრძალება"–ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ მაღლაფერიძე წერს.


"ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება და საქართველო გახდება მსოფლიოში 67–ე ქვეყანა სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება. კანონი ძალაში შევა 1–ლი დეკემბრიდან და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგს გაუწევს ბაზრობებს და მარკეტებს. ასე რომ წელს ქართულ საახალწლო სუფრას ვეღარ დაამშვენებს ტრადიციული გოჭი. იურდული კომიტეტის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისგან ითხოვდა კანონის ამოქმედების ერთი წლით გადადებას და დასაკლავი გოჭების ასაკი ექვს თვემდე ჩამოწევას, მაგრამ ამ თხოვნას ბრიუსელმა უარით უპასუხა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გოჭების იმპორტის შესახებ იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომელთაც ხელი არ აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირში აღნიშნული კანონი მწვანეების ინიციატივით მიიღეს, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოჭების ჭამა არ არის გამოწვეული კვებითი აუცილებლობით და მხოლოდ ფუფუნებაა, "–წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

imageimage

2
909
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
909
  
2014, 14 ოქტომბერი, 18:33
სულ გადაირივნენ. რატომ მაინცდამაინც გოჭი?? კი, ყველა ცხოველი და ფრინველი ცოდოა, მაგრამ ხბომ რა დააშავა?? ან ისედაც გადაშენების გზაზე მყოფ ცხოველებზე და ფრინველებზე რომ ნადირობენ თუნდაც შესაბამის სეზონზე მათი ჭამა არაა ფუფუნება??? მათ რა დააშავეს??? თუ გოჭის დაკვლის აკრძალვის გარდა სხვა პრობლემები არ აქვს ქვეყანას??? სულ გაგიჟდა ეს ხალხი.!!!
2014, 13 ოქტომბერი, 21:13
საღოლ!:D:D:D:D:D
0 1 2