x
image
worldsport.ge
ფერგიუსონს ბექემისთვის 7-ნომრიანი მაისურის მიცემა არ უნდოდა

image"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კლუბიდან ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონს არ უნდოდა 7-ნომრიანი მაისური დევიდ ბექჰემს სცმოდა.
"იუნაიტედში" 7 ნომერი მნიშვნელოვანი ციფრი გახლდათ. როდესაც კანტონამ კარიერა დაასრულა, გუნდში დებატები მიდიოდა თუ ვის უნდა ჩაებარებინა საპასუხისმგებლო 7-ნომრიანი მაისური. მე ეს მაისური არ მაინტერესებდა, თუმცა ვიღაცას უნდა დაესაკუთრებინა. ერთხელ ფერგიუსონმა თავის ოფისში მიმიწვია და მითხრა, რომ მაისურის მორგება დევიდ ბექჰემს სურდა, მას კი უნდოდა მე ჩამებარებინა აღნიშნული 7-ნომრიანი მაისური, რაზეც მე უარი ვთქვი." - წერს კინი.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ბექჰემს 7-ნომრიანი მაისური 6 სეზონის განმავლობაში ეცვა. ინგლისელის მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ კი მაისური კრიშტიანუ რონალდუმ ჩაიბარა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0