x
image
worldsport.ge
მახარაძე უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

imageდონეცკის “ოლიმპიკის” ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ინტერნეტპორტალ football.ua-ს ვერსიით უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში “ოლიმპიკმა” ლვოვის “კარპატის” უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.
“ოლიმპიკის” აღზრდილმა ახალგზრდა მეკარემ სეზონის პირველი მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ ახლა მოედანს დაუბრუნდა და აჩვენა თუ რატომ ასახელებდნენ 20 წლის ასაკში პირველი ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის. “კარპატისთან” მატჩში მან პენალტი მოიგერია და გუნდი გოლის გაშვებისგან კიდევ რამდენიმეჯერ გადაარჩინა. საინტერესო ფაქტია, რომ პირველ ტურში “ჩერნომორეცისგან” 4 გოლის მიღების მერე, მახარაძეს უკვე ზედიზედ მესამე თამაშია არცერთ ტურნირში გოლი არ გაუშვია” – იუწყება ფოოტბალლ.უა მახარაძის შესახებ.
მახარაძე “ოლიმპიკის” აღზრდილია და გასულ სეზონში, დონეცკელების პრემიერლიგაში აღზევება მისი დიდი დამსახურებაა. 20 წლის მეკარეს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0