x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შოკოლადის კექსი ყავის არომატით - ნაზი და ნოტიო ნამცხვარი
imageეს ნამცხვარი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ნოტიო კექსები და შავი შოკოლადი უყვართ. რეცეპტი ნამდვილად გამოცდილია და თუ ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებთ, როგორც მასშია მოცემული, უგემრიელესი დესერტი გარანტირებული გექნებათ!


მასალად საჭიროა:


შავი შოკოლადი 140 გ.

კარაქი 120 გ.


ყავა 1/3 ჩ.ჭ.

არაჟანი 1/3 ჩ.ჭ.

შაქარი 2/3 ჩ.ჭ.

კვერცხი 2

ფქვილი 1 + 1/3 ჩ.ჭ.

კაკაო 1/3 ჩ.ჭ.

1/2 ჩ.კ. სოდა

1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი


წყლის აბაზანაზე გავალღოთ დაჭრილი კარაქი და შოკოლადი, დავამატოთ ყავა და გადმოვდგათ. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, შევურიოთ არაჟანი, ოდნავ შეგრილებული გამლღვალი შოკოლადის მასა. დავაცრათ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები. კარგად ავურიოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ.



გაგრილებულს შეგვიძლია გადავასხათ შოკოლადის მინანქარი. ამისთვის 100 გ. შავი შოკოლადი და 60 გ. არაჟანი ჩავდოთ ქვაბში და გავალღოთ წყლის აბაზანაზე. გადავასხათ კექსს სანამ გამაგრდება.




0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0