x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ომების შესახებ
1- პირველმა ბომბამ, რომელიც ბერლინში ჩამოვარდა მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლა...ზოოპარკის სპილო.

image

2-"ასწლიანი ომი" ინგლისსა და საფრანგეთს შორის სინამდვილეში 115 წელი გაგრძელდა.


3-ყველაზე ხანმოკლე ომი ინგლისსა და ზანზიბარს შორის გაიმართა 1896 წელს და 38 წუთი გაგრძელდა.


image

4-მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ნიუ-იორკის სატელეფონო წიგნში 22 ჰიტლერს ამოიკითხავდით.ომის დაწყების შემდეგ ყველა გაქრა.


5- აფხაზებს თურმე ორი საბრძოლო დელტაპლანი ჰქონიათ


.6-დანიის მეფე ნილს(1104-1134) ყველა დროის ყველაზე მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. იგი სულ 7 კაცისგან შედგებოდა.


7-ერთმა სიამელმა მეფემ, უკან დახევის დროს არტილერისტებს უბრძანა, ქვემეხებიდან ბომბების ნაცვლად ვერცხლის მონეტები დაეშინათ.მოწინააღმდეგე დაიბნა, რამაც მეფეს ომი მოაგებინა.


8-შვეიცარიაში მტრედების სამხედრო საველე ფოსტა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გააუქმეს, ხოლო ინგლისში მხოლოდ 1947 წელს


9-ა.შ.შ-ში შტატ ნებრასკაში სულ რაღაც 25 დოლარად შეგიძლიათ ადმირალის დიპლომი შეიძინოთ(ოფიციალურად) და რაც უფლებას გაძლევთ უხელმძღვანელოთ გემს, მხოლოდ ნებრასკას შტატში.(შტატი შუაგულ ამერიკაში მდებარეობს და ოკეანამდე მანძილი 2000 კილომეტრია.)


10- 30 წლიანი ომის(1618-1648) დროს 3000 პოლკს 4000 ქალი და მოსამსახურე ბავშვი ემსახურებოდა, აგრეთვე 300 მტვირთავი.

11-ბოლო 3500 წლის მანძილზე კაცობრიობა არ ომობდა მხოლოდ 230 წელი.


12-ჩეხეთი იყო ერთადერთი კომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც თავისსავე მოკავშირეებმა შეუტიეს (ვარშავის ხელშეკრულების წევრები), 1968 წელს. ე.წ "დუნაის" ოპერაცია.

image

13-ცნობილია, რომ 92 ატომური ბომბია დაკარგული ოკეანეებში.


14-პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჯარში ჰომოსექსუალიზმი ჩამოხრჩობით ისჯებოდა. თუ ჰომოსექსუალიზმში ოფიცერი იქნებოდა შემჩნეული, მას თავის დანაშაული ბრძოლით უნდა გამოესყიდა..თანაც მტერი აუცილებლად უნდა მოეკლა.

15-ალექსანდრე მაკედონელმა თავის მეომრებს უბრძანა მოეპარსათ წვერები და გადაეპარსათ თავი..იგი თვლიდა, ამით მტერს მოუსპობდა საშუალებას იმისას, რომ თმებზე ან წვერზე წაევლო ხელი მეომრისთვის და თავი მოეკვეთა.


16-პირველი მსოფლიო ომის დროს მეომრების 1/3 ისპანკათი(გრიპით) დაიღუპა.

2
752
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
752
  
2014, 5 ოქტომბერი, 20:38
მადლობა
2014, 5 ოქტომბერი, 20:02
კარგი ინფორმაციაა
0 1 2